logo_geo
eng_logo
8-9 მაისს ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლება საქართველოსთან ადმინისტრაციულ საზღვარს ჩაკეტავს
- +

7 მაისი. 2016. 10:50



სააგენტო „რესის" ინფორმაციით, 8-9 მაისს ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლება საქართველოსთან ადმინისტრაციულ საზღვარს ჩაკეტავს.


ე.წ. უშიშროების კომიტეტის პრესსამსახურის გავრცელებული ინფორმაციით, უსაფრთხოების უზრუნველყოფის ზომების გატარების ფარგლებში, სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დასრულების 71-ე წლისთავს უკავშირდება, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დანარჩენ საქართველოსთან ადმინისტრაციულ საზღვარზე, სადაც მოქალაქეთა მიმოსვლა გამარტივებულია, მოქალაქეთა გატარება აღარ მოხდება.


მათივე ინფორმაციით, გამშვები პუნქტები 10 მაისის 07:00 საათიდან მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდებიან.




 

right_banner
არქივი
right_banner