logo_geo
eng_logo
„სიცოცხლის ბოლომდე ცდილობდა ხელი შეეწყო საქართველოს ღირსეული წინსვლისთვის“
- +

10 დეკემბერი. 2016. 03:24



დღეს რეზო ჩხეიძეს დაბადებიდან 90 წელი შეუსრულდებოდა.


მიუხედავად იმისა, რომ იყო სულ მცირე ხანი, როცა გულნატკენი გახლდით მისი ერთი ნაბიჯით, მანამდეც და შემდგომ პერიოდში მასთან ახლო ურთიერთობა მაკავშირებდა, დიდად ვაფასებდი და არასოდეს არ შემიცვლია მისი დამსახურებისადმი უაღრესად აღმატებული დამოკიდებულება.


დიდი რეჟისორი იყო. ახალგაზრდობის ჭეშმარიტი აღმზრდელი, მხარდამჭერი და უშურველად დამხმარე.


რადიო „თავისუფლების" ( http://www.radiotavisupleba.ge/a/rezo-chkheidze/27002058.html ) ეს სიუჟეტი კი არ არის თავისუფალი უზუსტობებისგან და სუბიექტური შეფასებებიდან, მაგრამ მაინც მეტ-ნაკლებად ხატავს ამ დიდი ხელოვანის პორტრეტს და გვაგრძნობინებს მისი პიროვნების და შემოქმედების მასშტაბს.


სიცოცხლის ბოლომდე აქტიური ცხოვრება ქონდა და ცდილობდა ხელი შეეწყო საქართველოს ღირსეული წინსვლისთვის.



 

right_banner
არქივი
right_banner