logo_geo
eng_logo
„რეფორმატორი, რომელიც უკრაინას არ სჭირდება!“ - Washington Times მიხეილ სააკაშვილზე სტატიას აქვეყნებს
- +

28 დეკემბერი. 2017. 00:54


 

„რეფორმატორი, რომელიც უკრაინას არ სჭირდება" - ამ სათაურით სტატიას Washington Times აქვეყნებს. პუბლიკაციის ავტორი უკრაინის ვიცე-პრემიერი ივანა კლიმპუშ-ცინცაძეა.


როგორც ის სტატიაში წერს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც უკრაინაში პეტრო პოროშენკოს მიწვევით რეფორმების ჩასატარებლად ჩავიდა, სინამდვილეში „რევოლუციონერი" აღმოჩნდა.


„სასწაულების შემქმნელის ნაცვლად, ჩვენ მივიღეთ ვირუსი, რომელმაც დააავადა უკრაინის პოლიტიკური სისტემა, მას მხოლოდ საკუთარი ეგო და ძალაუფლების დაუოკებელი სურვილი ამოძრავებს", - წერს ავტორი.


პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ უკრაინას ახალი რევოლუცია აღარ სჭირდება, რადგან ის რუსეთს ებრძვის, რომელმაც უკანონოდ მოახდინა ყირიმის ანექსია.


„როგორც ჩანს, სააკაშვილი მზადაა გააფორმოს კონტრაქტი ეშმაკთან და მიიღოს დაფინანსება ოლიგარქისგან, რომელსაც ზურგს კრემლი უმაგრებს. ის რუსეთისთვის სასარგებლო თამაშშია ჩართული და მეტიც, გამიზნულად თუ წინასწარი განზრახვის გარეშე ის გახდა ინსტრუმენტი უკრაინისთვის ძირის გამოსათხრელად",- წერს უკრაინის ვიცე-პრემიერი.


სტატიის ავტორი ამბობს, რომ 2017 წლის უკრაინა არ არის 2003-2013 წლების საქართველო, სადაც სააკაშვილი ყველაფერს აკონტროლებდა.


„ის იყოს კარგი რეფორმატორი საქართველოში, რადგან ყველაფრის გაკეთება შეეძლო, რასაც მოისურვებდა და ფასს არაფრად დაგიდევდათ. უკრაინა ასეთი არ არის და არც უნდა იყოს. ორი რევოლუცია იმისთვის გამოვიარეთ, რომ ხელისუფლებაში ასეთი ძლიერი მმართველი არ მოსულიყო. ავტოკრატი რომ გვსურდეს, დიდი ხნის წინ დავნებდებოდით რუსეთს", - წერს კლიმპუშ-ცინცაძე .


როგორც უკრაინის ვიცე-პრემიერი მიიჩნევს, უკრაინის ხელისუფლება უნაკლო არ არის, თუმცა ამას არაფერი აქვს საერთო სააკაშვილთან.


„უკრაინას სჭირდება ლიდერები, რომლებიც გამოსავალს იპოვიან, რომელთაც აქვთ ხედვა, რომლებსაც ენდობიან არიან პატრიოტები და მზად არიან ქვეყანას ემსახურონ და არა ადამიანები, რომელთაც მხოლოდ ქაოსი მოაქვთ, არა სააკაშვილი არ გამოდგება" - წერს უკრაინის ვიცე-პრემიერი.


 

წყარო : wyaro
right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner