logo_geo
eng_logo
ზაზა დავითაია: ვინ არის ჟურნალისტი ტიმ სებასტიანი, რომელმაც სააკაშვილი დაუნდობლად აკენწლა?
- +

29 იანვარი. 2018. 11:27


ცნობილი ტელეწამყვანი, ჟურნალისტი ტიმ სებასტიანი 1952 წლის 13 მარტს, ლონდონში დაიბადა. ის გახლავთ ავტორი და წამყვანი გაცემისა „კონფლიქტის ზონა", რომელიც ტელეარხ „დოიჩე ველეთი" ( Deutsche Welle) გადაიცემა.


თავის დროზე სწავლობდა ოქსფორდის და კარდიფის უნივერსიტეტებში.


ჟურნალისტის კარიერა 1974 წელს საინფორმაციო სააგენტო „როიტერში" დაიწყო. მუშაობდა „BBC"-ს კორესპონდენტად:1979 წელს - ვარშავაში; 1985 წელს - მოსკოვში; 1986-1989 წლებში - ვაშინგტონში; 1992 წლიდან - ევროპაში.


1985 წელს საბჭოთა КГБ-მ „სტატუსთან შეუსაბამო საქმიანობის" მოტივით იგი ქვეყნიდან გამოაძევა.


სხვადასხვა დროს ინტერვიუები ჩამოურთმევია მსოფლიო დონის ლიდერებისთვის, პრეზიდენტების ჩათვლით. მის რესპონდენტთა სიაში არიან აშშ-ის პრეზიდენტები - ბილ კლინტონი და ჯიმი კარტერი, პაკისტანის პრემიერ-მინისტრი ნავაზა შარიფი, სინგაპურის პირველი პრემიერ-მინისტრი ლი კუან იუ, სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტები - ტაბო მბეკი და ლე კლერკი, არქიეპისკოპოსი დესმონდ ტუტუ, უგანდის პრეზიდენტი იობერი მუსევენი, რუანდის პრეზიდენტი პოლ კაგამე, საბჭოთა კავშირის პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტი მიხეილ გორბაჩოვი და უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო.


ტიმ სებასტიანი რამდენიმე წიგნის ავტორია. საუბრობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებზე.


1993-1994 წლებში რუსულ ენაზე გამოიცა ტიმ სებასტიანის 4 რომანი.


2000 და 2001 წელს ინგლისის სამეფო ტელევიზიამ (Royal Television Society) ტიმ სებასტიანი საუკეთესო ინტერვიუერად აღიარა.


ახლახან, ტიმ სებასტიანმა, რომ იტყვიან, ბოლომდე გააკოტრა მიხეილ სააკაშვილი, დაუნდობლად ამხილა საქართველოსა და უკრაინაში ჩადენილ დანაშაულთა გამო და საჯარო დიალოგში მწარე დამარცხება აგემა.




ზაზა დავითაია

 

 


 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner