logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: ივანიშვილი დენდროლოგიურ პარკს რომ მორჩება, იქ „ნაცებს” ვერავინ შეასწრებს!
- +

10 აპრილი. 2018. 23:19

 

 

 

ბიძინა ივანიშვილი დენდროლოგიურ პარკს რომ მორჩება, ნეტა იქ ვინმე თუ შეასწრებს „ნაცებს”? სამებაში რომ დადგებიან ხოლმე სანთლებით და პრაწავენ თვალებს, მაგაზე მეცინება და პარკში რომ წამოიტრაკებიან, ალბათ, გადავბჟირდები! ეგეთი უნამუსო „ყოტაყები” თუ მენახოს, მე ვიყო კობა ხაბაზის გაქირავებული ოროთახიანი თემქაზე!

 

არა, დენდროლოგიურ პარკს და სამებას ვინ ჩივის, თურმე ესენი შეკვეთილში Black Sea Arena-შიც ითხლაშებიან ხოლმე. დიახ, გადაითხლაშებიან რბილ სავარძლებში, უსმენენ მუსიკას (გეგონება რამე ესმოდეთ), თავიანთებურად კაიფობენ, მერე გარეთ გამოეთრევიან და იწყებენ ბიძინას ლანძღვას. თან ისაო, ამხელა საკონცერტო „ზალა” რო ააშენა და სახელმწიფოს აჩუქა, რათ გვინდოდა, ამას ხომ მოვლა-პატრონობა უნდაო? ნაჩუქარის მოვლა-პატრონობაც აღარ გვინდა!

 

ამ დენდროლოგიური პარკის მშენებლობას ამ ეტაპზე არ იმჩნევენ, მარტო იმას ამტკიცებენ, ივანიშვილს ხეები თავის ეზოში გადააქვსო. პოლიტიკა აქვთ ეგეთი ბინძური – აგერ, გადათხარა მთელი გურია და აჭარა, ხეები გადაიტანა თავის სახლში, ეხლა „ლეჟანკასაც” იყიდის, წამოწვება ჩრდილში და იქიდან დაანგრევს ქვეყანასო. არადა, როგორც გითხარით, მაგ ხეების ჩრდილქვეშ წამოწოლას „ნაცებს” ვერავინ დაასწრებს. რავი, მე პირადად შეიძლება ერთხელაც ვერ ჩავიდე პარკის სანახავად, ისევ ეგენი „დეეთრევიან” ყველა მიმართულებით!

 

გელა ზედელაშვილი

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×