logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: გაიჭინთეთ, ბიჭებო, ჩიტი გამოფრინდება!
- +

4 ივლისი. 2018. 22:05

 

 

ბატონი მიხა, ადრე, რატომღაც ჩვენი პრეზიდენტი რო იყო და მერე უკრაინაში გაიქცა გუბერნატორად, ეხლა ნიდერლანდებშია წამოპლაკული სიდედრთან. წამოპლაკული რა, მაინც ვერ ისვენებს, ხან შფოთვები ემართება, ხან კიდე ჭინთვები. პრინციპში, მაგისი მდგომარეობა გასაგებია - მეცხრე ცაზე რო დაფრინავ, ყველა ფეხებქვეშ რო გეგება, ყველა სურვილი თითების ერთი გატკაცუნებით რო გისრულდება და ერთ დღესაც აღარაფერი ხარ, როგორია?!

 

მოკლედ, ზის ბატონი მიხა სააკაშვილი ნიდერლანდებში და ყოველი თვის ბოლოს გვემუქრება, მალე მოგელანდებითო, მე ქართველ ხალხს ძალიან ვუყვარვარო, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა მოქალაქეობა რო წამართვა, დამიბრუნოს და მერე განახებთ, ვინ ვარ და რა შემიძლიაო! მარგველაშვილი მხრებს იჩეჩავს, მე რა შუაში ვარ, როდის წავართვი, უკრაინაში რო გაიქცა, მაშინ არ დაკარგა ავტომატურადო? მაგან ვინც შეაშინა, ისევ ის შეაშინოს, ნუ მებრიქება უტრაკო ყარაჩოხელივითო!

 

იცით, რატოა ბატონი მიხა დიდ გულზე? აქედან, აი, თბილისიდან პერიოდულად მისი გაქუცული "პადელნიკები" ჩადიან ნიდერლანდებში და აცუცურაკებენ - შენ ხარ ერთადერთი და განუმეორებელიო, ქართული სახელმწიფოს ფუძემდებელიო, ქართველ ხალხს ისე უყვარხარ, ვერ აღგიწერთო... იმასაც სჯერა, უცებ გადმოურეკავს ხოლმე ნიკოლოზ გვარამიას, ერთი შენ გახარებას, ჩამრთე პირდაპირ ეთერშიო, ისიც ჩართავს ხოლმე კვირაობით და მიდის "იუმორინა" უფასოდ.

 

აი, ამ კვირას რო გააფრინა, ნახეთ, ხო? სუ ნუგზარა წიკლაურის ჩატანილი ამბები მოგვაყარა, გეგონება უკეთესად არ ვიცოდეთ, მაგ ყავლგასულის მდგომარეობა!

 

ჰო, კიდე ის ამბავი ჩაუტანა ნუგზარამ ბატონ მიხას, საქართველოში ყველა მდაბიო შენზე ლოცულობსო. ამანაც დააბრეხვა, ჩემი ქვეყნის სამდაბიოეთი ჩემ მხარეზეაო, ერთი ბიძინა ივანიშვილი და რამდენიმე გაყიდული არ მიყურებს კარგადო. სიტყვა "მდაბიოს" განმარტება არ იცის, მიხა ბატონმა... იოვანე მახარებლის განმარტებით, ეს არის "უწიგნო და მდაბიოდ წოდებითა მისითა", ხოლო უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონის თანახმად, მდაბიო არის "დაბალი, გლეხკაცობა, უგვარო". ესე იგი, მიხას მტკიცებით მას მხარს უჭერს უგვარო, უჯიშო, უწიგნური ბრბო. არა, თვითონ რო არ იცის, მდაბიო რას ნიშნავს, გასაგებია, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც სიმართლე გამოუვიდა - სუ ეგეთები უჭერენ მხარსაც და სხვა რამესაც!

 

გაიჭინთეთ, ბიჭებო, ჩიტი გამოფრინდება!

 

გელა ზედელაშვილი

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×