logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე მერაბ ხაჩიძეზე: საერთო საქმეში უიშვიათესი პარტნიორია, ისეთი ნაღდი, ისეთი სუფთა, რომლის მსგავსი პირადად მე არ მყოლია
- +

27 მარტი. 2019. 18:27

 

 

მერაბ ხაჩიძის იუბილეზე ყველას (მასაც) გავუმხელ ერთ „საიდუმლოს“:

 

საერთო საქმეში, მით უმეტეს პროფესიულ - ჟურნალისტურში, უიშვიათესი პარტნიორია, ისეთი კარგი, ისეთი ნაღდი, ისეთი სუფთა, რომლის მსგავსი პირადად მე არ მყოლია.

 

ამ სფეროში, ისევე, როგორც პირად ურთიერთობაში, აბსოლუტურად შეუშლელი(!!!) კაცია, ნამდვილი რაინდი.

 

ერთხელ მაინც ხომ უნდა მეთქვა ეს საჯაროდ და... ვამბობ კიდეც. ამის საილუსტრაციოდ ბევრი მაქვს მოსაგონარ-გამოსაქვეყნებელი. ისეთი „რამეებიც“, რაც აქამდე არავინ იცის და, დარწმუნდებით, ჭეშმარიტებას ვამბობ.

 

ბევრს გაუხარდება ეს „აღიარება“, თუმც გახრწნილ „პუბლიცისტებს“, ფუნა და შურიანებსაც რა გამოლევს ამ დუნიაზე. გასკდნენ ბოღმით!

 

აი, მერაბ ხაჩიძე კი მათი აშკარა ანტიპოდია, კეთილშობილებით გამორჩეული, ჩემთვის უსაყვარლესი, უნიკალური!

 

იდღეგრძელოს!

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×