logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: რკინიგზა ვიღაც-ვიღაცეების ფულის საკეთებელი „ცეხი“ არ არის
- +

28 მარტი. 2019. 16:36

 

რამდენადაც ცნობილია, „საქართველოს რკინიგზას“ აკონტროლებს სამეთვალყურეო საბჭო. საინტერესოა, ამ საბჭოსთვის და მისი თავმჯდომარისთვის ცნობილია თუ არა ეს ფაქტები და არაერთი სხვაც?

 

ასევე, საინტერესოა, ამ რკინიგზის ყოფილი მმართველის, ახლა კი საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის თუა ცნობილი ის ვითარება, რომლის შესახებაც უკვე დაუფარავად და აღშფოთებით საუბრობენ რკინიგზელები...

 

შევახსენებთ ყველას: რკინიგზა ვიღაც-ვიღაცეების ფულის საკეთებელი „ცეხი“ კი არ არის, არამედ სახელმწიფოს(!) მდგრადი(,!) განვითარების(!) და მისი ეკონომიკურ-პოლიტიკური სტაბილურობის ერთერთი უმთავრესი საფუძველია...

 

ისე, ასე სწრაფად და ადვილად რატომ ივიწყებენ არცთუ შორეულ წარსულს: ჩხაიძეს... კორუფციულ სქემებს... გაფიცვებს...

 

ფერაძე, გეყურება?!

 

***

 

აქვე გთავაზობთ ნინო ლომიძის facebook-პოსტს:

 

„საქართველოს რკინიგზას“ მართავს ადამიანთა მოძულე და ქართული ოჯახების მიზანმიმართულად გამანადგურებელი გენერალური დირექტორი, რომელსაც სურს, შიმშილის ზღვარზე მიიყვანოს ყველა ის ოჯახი, ვინც მას უპირობო „მონობას“ არ გამოუცხადებს და ვინც მის „გენერალურობას“ არ აღიარებს „გენიალურობასთან“ ერთად. არა, ბატონებო, ვერ ვიქნები შავის თეთრად შემრაცხველი.

ეს დასაწყისია!“

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×