logo_geo
eng_logo
რატომ აკეთებდნენ სამზარეულოსა და სააბაზანოს შორის ფანჯარას
- +

13 ოქტომბერი. 2016. 11:16


 



ალბათ შეგიმჩნევიათ ზოგ სახლში სამზარეულოსა და სააბაზანოს შორის პატარა ფანჯარა. საინტერესოა, რატომ აკეთებდნენ ასე?!



ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ასეთი ფანჯრები ისეთ სახლებში კეთდებოდა, სადაც წყლის გამაცხელებელი გაზზე იყო. იმ შემთხვევაში, თუ ის სააბაზანოში აფეთქდებოდა, ჩაიმსხვრეოდა შუშა და ამით კედლები არ დაზიანდებოდა. მაგრამ ეს პატარა ფანჯრები იმაზე ბევრად ადრე მოიგონეს, სანამ გაზის გამათბობელს დააყენებდნენ.



აღმოჩნდა, რომ სააბაზანოს ფანჯარა რამდენიმე ფუნქციას ასრულებდა. პირველ რიგში, დენის ეკონომიას. ამას გარდა, ვენტილაციაც ხდებოდა. მათი გაღებით მალევე გადიოდა ნესტი. ხოლო, იმ შემთხვევაში თუ სააბაზანოში ვინმე ცუდად გახდებოდა, ფანჯრიდან შესვლის შესაძლებლობა ჰქონდათ.


წყარო: mediamall.ge

 

right_banner
არქივი
right_banner