logo_geo
eng_logo
Facebook-მა ბიტკოინების რეკლამა აკრძალა
- +

3 თებერვალი. 2018. 21:07



მსოფლიოს უმსხვილესმა სოციალურმა ქსელმა საკუთარ ქსელში ყველანაირი კრიპტოვალუტის რეკლამა აკრძალა. როგორც Facebook-ი საკუთარ გვერდზე განმარტავს, კომპანია „ვერ დაუშვებს სარეკლამო პუბლიკაციებს იმ ფინანსური მომსახურების თუ პროდუქტების, რომლებიც ხშირად აბნევენ მომხმარებლებს ან მოტყუებითი მეთოდებით ვითარდებიან".


განცხადება, რომელიც არღვევს Facebook-ის ახალ წესებს აკრძალავს რეკლამას სოციალური ქსელის არამხოლოდ ძირითადი გვერდიდან და აპლიკაციიდან, არამედ იმ ადგილებიდანაც სადაც Facebook ყიდის სარეკლამო შესაძლებლობებს, მათ შორის Instagram-სა და ქსელ Audience Network-ში.


კომპანიის ერთ-ერთი ტექნიკური დირექტორის რობ ლატერნის განცხადებით, ახალი აკრძალვა იმოქმედებს მაქსიმუმის ფარგლებში, სანამ კომპანიაში ამკრძალავი მეთოდების ტექნიკურ სრულყოფილებაზე დასრულდება მუშაობა და შესაძლებელი იქნება მისი 100%-ით ამოქმედება.








 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner