logo_geo
eng_logo
რა სიმაღლის იყო იესო - იტალიაში ტურინის სუდარის მიხედვით ქრისტეს 3D გამოსახულება შექმნეს
- +

8 აპრილი. 2018. 10:31

 

 

იტალიელმა მკვლევარმა ჯულიო ფანტიმ, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში ტურინის სუდარის შესწავლით იყო დაკავებული, კვლევის შედეგების მიხედვით იესო ქრისტეს 3D გამოსახულება შექმნა.

 

„ამიერიდან იესო ქრისტეს გამოსახულება, ამ კვლევის შედეგის გათვალისწინებით უნდა იყოს წარმოდგენილი“, - აცხადებს ფანტი.

 

მისი კვლევის თანახმად, იესოს სიმაღლე 180 სანტიმეტრამდე იყო, ეს იმ დროს, როდესაც მაშინდელი ადამიანის საშუალო სიმაღლე მხოლოდ 155 სმ-ს შეადგენდა.

 

ფანტიმ განმარტა, რომ 3D გამოსახულება იმ მრავალრიცხოვანი ჭრილობების დანახვის საშუალებას იძლევა, რომელიც ქრისტეს სხეულზე იყო და რისი კვალიც ტურინის სუდარაზე დარჩა.

 

„მე დავითვალე დარტყმისგან მიყენებული 370 ჭრილობა, ამაში არ შედის სხეულის გვერდითა ნაწილებში მიყენებული ჭრილობები, რომელიც, რა თქმა უნდა, იქნებოდა, თუმცა სუდარაზე მათი კვალი არ დარჩა, რადგან სუდარა სხეულს მხოლოდ ზემოდან და ქვემოდან ეხებოდა“,- აცხადებს მკვლევარი

 

ამასთანავე, სამგანზომილებიანმა რეკონსტრუქციამ ცხადყო, რომ იესოს მარჯვენა მხარი სერიოზულად დაზიანებული იყო.

 

ტურინის სუდარასთან დაკავშირებით კამათი დიდი ხანია მიმდინარეობს. კათოლიკური ეკლესია ირწმუნება, რომ ეს იყო დასაკრძალი სამოსი, რომელშიც გახვეული იყო იესოს სხეული ჯვარცმის შემდეგ.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×