logo_geo
eng_logo
ევროპული ქვეყნების საშობაო ტრადიციები
- +

1 იანვარი. 2019. 10:20

 

 

ყველა ქვეყანას თავისი საახალწლო ტრადიციები აქვს. საინტერესოა, როგორ ემზადებიან და აღნიშნავენ ახალ წელს ევროპულ ქვეყნებში.

 

ფინეთი

 

დღესასწაული 24 დეკემბერს ზუსტად 12 საათზე ქალაქ ტურკუში საშობაო მშვიდობის გამოცხადებით იწყება. ეს ტრადიცია ყველა ტელეარხით გადაიცემა. შემდეგ კი ყველა ოჯახი საფლავებზე გადის, ბოლოს კი საუნაში. ეს ყველაფერი კი იმისთვისაა საჭირო, რომ დღესასწაულში გარდაცვილებმაც „მიიღონ“ მონაწილეობა.

 

უნგრეთი

 

უნგრეთში წინასაშობაო დღესასწაულები 13 დეკემბერს, მოციქული ლუკას ხსენების დღეს იწყება. გაუთხოვარი უნგრელებისთვის ეს განსაკუთრებული დღეა: ისინი ერთად იკრიბებიან, მკითხაობენ და 13 ფურცელზე მამაკაცების სახლებს წერენ. შობამდე კი თითო ფურცელს აკლებენ. ბოლო ფურცელზე კი მათი მომავალი ქმრების სახელი წერია.

 

კაცებმა კი შობამდე საკუთარი ხელებით 7 ჯიშის ხიდან სკამი უნდა გააკეთონ. ის, ვინც შუაღამეს ამ სკამზე დადგება, შეუძლია ნახოს, არის თუ არა შეკრებილებს შორის ჯადოქარი.

 

დიდი ბრიტანეთი

 

მდიდარი ტრადიციებით ცნობილ დიდი ბრიტანეთში შობის წინ ბავშვები სახლებშ

ი დადიან და საშობაო სიმღერებს მღერიან. გარდა ამისა, ეს ქვეყანა საშობაო ბარათების გაგზავნით რეკორდსმენია.

 

თუ იტალიაში ყველაზე მნიშვნელოვანია რომის პაპის მიმართვა, აქ მთავარი მოვლენა დედოფლის საშობაო მიმართვაა.

 

პოლონეთი

 

პოლონეთში შობა წლის მთავარი დღესასწაულია. ყველაზე დიდი ყურადღება ეთმობა იმას, თუ როგორ ჩაივლის ეს დღე. პოლონეთში სჯერათ, რომ ეს დღე განსაზღვრას მთელ მომავალ წელს.

 

დღესასწაული ცაზე პირველი ვარსკვლავის გამოჩენისთანავე იწყება. საშობაო სუფრისთვის ხორციანი კერძები არ მზადდება.

 

საფრანგეთი

 

საფრანგეთში შობას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სადღესასწაულო სუფრას. მზადდება 6 კერძი და 13 დესერტი.

 

იტალია

 

იტალიაში დღესასწაულს მთელი დეკემბრის განმავლობაში აღნიშნავენ. 8 დეკემბერს წმინდა ნიკოლოზის დღის შემდეგ იძენენ ნაძვის ხეს ან მოაქვთ ტყიდან.

 

შობის მთავარი ნაწილია წმინდა პეტრეს მოედანზე მესა. ვინც მას არ ესწრება, ტელევიზორით უყურებს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×