logo_geo
eng_logo
ედიშერ გვენეტაძე: კაცი, რომელიც რუსის თვითმფრინავის გამოჩენაზე გორში მიწას ცხვირით ხნავდა, ვერ ჩამოვა!
- +

14 სექტემბერი. 2020. 21:14

 

 

 

„ამ ხელისუფლებას ღმერთი რომ გაუწყრეს და არ დააპატიმროს, სააკაშვილს იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილი, თუ ჩამოვიდა, ხალხი დააპატიმრებს!“ - ამის შესახებ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ედიშერ გვენეტაძემ გაზეთ „ასავალ-დასავალს“ განუცხადა.

 

„ამ ხელისუფლებას ღმერთი რომ გაუწყრეს და არ დააპატიმროს, სააკაშვილს იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილი, თუ ჩამოვიდა, ხალხი დააპატიმრებს! ისე ცინიკურად თვით სერგო ორჯონიკიძესაც არ გაუჩუქებია ქართული მიწები, როგორც სააკაშვილმა გააჩუქა. გაიხსენეთ, რა თქვა მან აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ჩაბარების შემდეგ, როცა დამატებით 150 ქართული სოფელი დავკარგეთ – რაღაც ქვების გროვა წაგვართვესო! ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სააკაშვილმა ამ ცინიზმისთვის მაინც უნდა აგოს პასუხი. მაგრამ მშიშარა კურდღელია და ვერ ჩამოვა, გამორიცხულია! კაცი, რომელიც რუსის თვითმფრინავის გამოჩენაზე გორში მიწას ცხვირით ხნავდა, ვერსადაც ვერ ჩამოვა!“ - განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner