logo_geo
eng_logo
მარიამ კუბლაშვილი: საახალწლო ტრადიციებს ოჯახში თანდათან დავნერგავთ...
- +

2 იანვარი. 2017. 21:20


 

 

„კარგი იქნება, მომავალ წელს, რაც ახლა მაქვს, სტაბილურად შემინარჩუნდეს", - ამბობს ჟურნალ „სარკესთან" ინტერვიუში ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი და ახალ წელთან დაკავშირებით საუბრობს. ის და მისი მეუღლე, მსახიობი ლევან ხურცია ორი წელია ამ დღესასწაულს ერთად აღნიშნავენ. ოჯახში რაიმე განსაკუთრებული ტრადიცია არ აქვთ და ფიქრობს, რომ თანდათან დანერგავენ. 

 

 

„2016 წელს ალექსანდრე დაიბადა და ამით ყველაფერია ნათქვამი. ერთადერთი ცუდი ფაქტი მოხდა, დეიდა გარდამეცვალა, რომელიც ჩემი გამზრდელი იყო. მდგომარეობიდან დღემდე ვერ გამოვდივარ.

 

 

2017 წელს გვინდოდა, ბორჯომში შევხვედროდით, ძალიან კარგი სასტუმროები ვნახეთ, მაგრამ გადახდა ყველგან დოლარშია და სასწაულ თანხებზეა საუბარი. ამიტომ გადავწყვიტეთ, სახლში დავრჩეთ და ახალ წელსაც აქ შევხვდეთ.

 

 

ახალ წელს, ჩემი მამამთილი ჩამოდის ზუგდიდიდან და ყველა ერთად ვერთვებით სამზადისში, რაც ძალიან სასიამოვნო პროცესია. ჯერ ორი წელია, რაც ახალ წელს ერთად ვხვდებით, ალბათ, ტრადიციებს თანდათან უფრო დავნერგავთ.

 

 

კარგი იქნება, მომავალ წელს, რაც ახლა მაქვს, სტაბილურად შემინარჩუნდეს. ამას გარდა, მინდა, ჩემს კარიერაში რაღაცებს მივაღწიო, გეგმები მაქვს, გაფართოებას ვაპირებ", - აღნიშნა ინტერვიუში მარიამ კუბლაშვილმა. 





 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner