logo_geo
eng_logo
არჩილ გამზარდია: ეს დავით უსუფაშვილსა და მის პერსპექტივებზე დადებითად ვერ იმოქმედებს
- +

4 იანვარი. 2017. 16:02



„პარლამენტის ყოფილის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადება, მართალი გითხრათ, განსაკუთრებულად სკანდალურად არ მომჩვენებია", - ამის შესახებ ექსპერტმა არჩილ გამზარდიამ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" სტუმრობისას განაცხადა.


როგორც არჩილ გამზარდიამ განმარტა, დავით უსუფაშვილმა გააკეთა მესიჯები როგორც საზოგადოების, ისე პრეზიდენტისა და „ქართული ოცნების" მისამართით.


არჩილ გამზარდიამ დავით უსუფაშვილის სამომავლო პოლიტიკურ გეგმასთან დაკავშირებითაც გააკეთა შეფასება და განაცხადა, რომ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის პერსპექტივა მდგომარეობს მასში, როგორც დამოუკიდებელ სუბიექტში.


„თუ დავით უსუფაშვილი ზედმეტ კონტაქტზე გავა გინდაც მარგველაშვილთან, გინდაც „ქართულ ოცნებასთან", ეს მასზე და მის პერსპექტივებზე დადებითად ვერ იმოქმედებს. ნებისმიერი სცენარის შემთხვევაში უსუფაშვილის შანსები ვერ გაიზრდება, თუკი ის დამოკიდებულია რომელიმე მათგანზე. მთელი პერსპექტივა არის იმაში, რომ ის იყოს დამოუკიდებელი სუბიექტი, ოღონდ იყოს საკმარისად ძლიერი, რომ მის გვერდით დაყენებული ლიდერების გარშემო დატრიალდეს ამომრჩევლის ნაწილი", - აღნიშნა არჩილ გამზარდიამ.


„პალიტრანიუსის" გადაცემის „360 გრადუსი" განხილვის ერთ-ერთი თემა იყო პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, რესპუბლიკური პარტიის ყოფილი ლიდერის, დავით უსუფაშვილის განცხადება, სადაც ის გიორგი მარგველაშვილის ვადაზე ადრე გადადგომას პროგნოზირებს.




 

right_banner
არქივი
right_banner