logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ჯეჯელავა: საბჭოთა სახელმძღვანელოები ეწინააღმდეგება კრიტიკულ აზროვნებას
- +

19 იანვარი. 2017. 18:59


 

 

 

„ზოგი პედაგოგი შეჩვეული იყო ოცი წლის წინანდელ სახელმძღვანელოს, მაგრამ ცხოვრება წინ მიდის", - ამის შესახებ განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალ „გზასთან" ისაუბრა.


მინისტრი შეეხო სახელმძღვანელოების ხშირი ცვლის თემას და განაცხადა, რომ სახელმძღვანელოს უნდა არჩევდეს სკოლის დირექტორი, თუმცა ასეთმა მცდელობამ საქართველოში არასასურველი შედეგი გამოიღო.


„შვედეთში, მაგალითად, სამინისტრო რეკომენდაციას უწევს რამდენიმე სახელმძღვანელოს, ხოლო შერჩევა სკოლის გადასაწყვეტია. ჩვენთან ამან მატერიალური სიდუხჭირის გამო არასასურველი შედეგი მოიტანა. ზოგ დირექტორს გამომცემლებმა საჩუქრები მიართვეს და თავისი წიგნები აარჩევინეს. ჩვენც მივალთ იმ მდგომარეობამდე, რომ ყველა სკოლას ექნება საშუალება, სახელმძღვანელოს რამდენიმე ხარისხიანი ვარიანტიდან რომელიმე შეარჩიოს. ჯერჯერობოთ სამინისტროს მიერ ჩამოყალიბებულ ავტორიტეტულ კომისიას გამომცემლები და ავტორები წარუდგენენ სახელმძღვანელოებს. ჩვენ არ მოვიწონებთ, ან - დავიწუნებთ. პროცესში პედაგოგებიც უნდა ჩავრთოთ", - განაცხადა ჯეჯელავამ.


მინისტრის თქმით, სახელმძღვანელო დროთა განმავლობაში თავის შესაძლებლობებს ამოწურავს, ამიტომ აუცილებელია სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს აქტუალური ინფორმაციის მიწოდებას.

 

„ზოგი პედაგოგი შეჩვეული იყო ოცი წლის წინანდელ სახელმძღვანელოს, მაგრამ ცხოვრება წინ მიდის. ხანდახან სახელმძღვანელოში ისეთი მაგალითებია, რომელსაც თანამედროვება ბავშვი ვერ მიხვდება. ამასთან, საბჭოთა სკოლა დაფუძნებული იყო დასწავლის პრინციპზე. სახელმძღვანელოში პირდაპირ იყო მოცემული ის, რაც სწორად მიიჩნეოდა. ეს ეწინააღმდეგება კრიტიკულ აზროვნებას.

 

საზოგადოებას ჰგონია, რომ სახელმძღვანელოების სიცუდე გამოიწვია შერჩევის პროცესმა. ჩემი აზრით, ეს მთლად ასე არ არის. უბრალოდ, კონკრეტული სახელმძღვანელო დროთა განმავლობაში ამოწურავს თავის შესაძლებლობებს. მენდელეევის ტაბულა ახლა სამ თვეში იცვლება. გეოგრაფიის სახელმძღვანელოში რომ ეწერა, სად იყო ნავთობი და სად - ნახშირი, იმის შემდეგ ბევრგან ამოიწურა და ახალი საბადოებია აღმოჩენილი. ჩვენ გვჭირდება სისტემა, რომელიც აქტუალური ინფორმაციის მიწოდებას უზრუნველყოფს", - განაცხადა ალექსალდე ჯეჯელავამ.


 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner