logo_geo
eng_logo
პროკურატურა: პატრიარქის მკვლელობა არ იგეგმებოდა
- +

16 თებერვალი. 2017. 13:26


 

„პატრიარქის მკვლელობა არ იგეგმებოდა. დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალი „ერთ-ერთი პირის" მკვლელობის მომზადების ფაქტზე აქვს წარდგენილი და არა პატრიარქის", - აცხადებენ „რეზონანსთან" საუბრისას მთავარ პროკურატურაში და ამბობენ, რომ პროკურატურის განცხადება ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სასულიერო პირებმა და საზოგადოებამ არასწორად გაიგეს, რადგან მათ არსად უთქვამთ - პატრიარქი.

 

„მთავარმა პროკურორმა ბრიფინგზე ღიად უპასუხა, რომ ეს არ არის პატრიარქი. ჩვენ ვერაფერში ვერ შემოგვედავება ვერავინ", - განუცხადეს „რეზონანსს" მთავარ პროკურატურაში, სადაც აღნიშნავენ იმასაც, რომ საუბარია „ერთ-ერთ პირზე პატრიარქის გარემოცვიდან".


კონკრეტულად ბრალდებაში ვისზეა საუბარი, ამის შესახებ პროკურატურაში არ საუბრობენ, თუმცა, დიდი ალბათობით საუბარია პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილზე.


მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღეებია საზოგადოებაში ყველა ილია მეორის მკვლელობის მომზადებაზე საუბრობს, სასულიერო პირებიც სწორედ პატრიარქზე აკეთებენ აქცენტს, უფრო მეტიც, როდესაც პრემიერ-მინისტრი, ვიცე-პრემიერი და „ქართული ოცნების" დეპუტატები ღიად აცხადებენ, რომ სწორედ უწმინდესის მოწამვლა იგეგმებოდა, რატომღაც პროკურატურას ამდენი დღის განმავლობაში გარკვევით არ უთქვამს, რომ პატრიარქის მკვლელობის მცდელობაზე არ არის საუბარი.


„რეზონანსთან" საუბრისას მთავარი პროკურატურის პრეს-სამსახურის უფროსი ნათია სუხიაშვილი ამბობს, რომ მთავარმა პროკურორმა პირდაპირ ეთერში თქვა, რომ პატრიარქზე საუბარი არ არის.

 

„ბრიფინგზე მთავარ პროკურორს ჰკითხეს, იყო თუ არა მაღალი იერარქიის სასულიერო პირი ილია მეორე, ირაკლი შოთაძემ უპასუხა, რომ - არა, მე პატრიარქი არსად მიხსენებია. ჩვენ პრესრელიზში, თუ კარგად წაიკითხავთ, წერია, რომ განმცხადებელმა, რომელიც პროკურატურაში მოვიდა, თქვა, რომ უნდა მოეხდინათ მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. ჩვენ ციტატა მისი განცხადებიდან მოვიყვანეთ, თორემ უკვე მეოთხე აბზაცში წერია ის, რაც გამოძიებით დადგინდა - ანუ, იგეგმებოდა ერთ-ერთი პირის მკვლელობა პატრიარქის გარემოცვიდან და აქ საუბარი არ არის მაღალი იერარქიის წარმომადგენელზე. უბრალოდ განცხადება კარგად არის წასაკითხი. თუმცა არ ვიცი, რატომღაც ასე აიტაცეს და გადაწყვიტეს. „გამოძიებით დადგინდა"-ში რაც წერია, ესაა მნიშვნელოვანი",  - ამბობს სუხიაშვილი.


 





 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×