logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: იმდენად ნორმალური პროცესი მიმდინარეობს, რომ მიკვირს როგორ იქცა სკანდალად
- +

28 მარტი. 2016. 22:08



საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ვოლსკის განცხადებით, კოალიციაში შემავალი პარტიები უახლოეს ხანებში გამართავენ კონსულტაციებს, წარმოადგენენ საკუთარ ხედვებს და ამის შემდეგ გადაწყდება, რა ფორმით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას კოალიცია.



„უახლოეს პერიოდში კოალიციაში შემავალი პარტიები წარმოადგენენ თავის ხედვებს, პროგრამულ- სტრატეგიულ მიმართულებებს, რომელთა ირგვლივაც გვექნება დებატები და ამის შემდეგ გადავწყვეტთ,  როგორ გავიდეთ არჩევნებზე - ერთად თუ ცალ-ცალკე. იმდენად ნორმალური პროცესი მიმდინარეობს, რომ მიკვირს როგორ იქცა სკანდალად",- განაცხადა დეპუტატმა გადაცემა „პრიორიტეტებში" სტუმრობისას.



კითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია პარტია „ქართულმა ოცნებამ" ცალკე მიიღოს მონაწილოება არჩევნებში, ვოლსკი პასუხობს: „არაფერს არ გამოვრიცხავ. მე გითხარით რაზე იქნება ეს დამოკიდებული; ანუ ხედვებზე, სტრატეგიულ მიმართულებეზე და კიდევ ბევრს სხვა რამეზე, რომელსაც მომავალი გვიჩვენებს", - განაცხადა ვოლსკიმ.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×