logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ჯეჯელავა: პედაგოგებს აკნინებდნენ ისე, როგორც პოლიციელებს, მედიცინის მუშაკებს...
- +

9 ნოემბერი. 2017. 00:54



„დარწმუნებული ვარ, ჩვენი სქემით 66 ათასი პედაგოგიდან უფროსი პედაგოგის სტატუსს მიიღებს 50 ათასი და არა 25 ათასი, როგორც დღეს არის", - ამის შესახებ ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" სტუმრობის დროს განაცხადა.


„სამწუხაროდ, აქედან გამოსვლას რაღაც დრო დასჭირდა. ჩვენ რომ სქემას შევქმნით, რაც პედაგოგის ღირსებასაც ისევე დააფასებს, როგორც საგნის ცოდნას, როგორც მოსწავლის მოტივაციაზე ზრუნვას, როგორც დამოკიდებულებას მოსწავლესთან, დარწმუნებული ვარ, რომ 66 ათასი პედაგოგიდან უფროსი პედაგოგის სტატუსს მიიღებს 50 ათასი და არა 25 ათასი, როგორც დღეს არის. ვფიქრობ, რომ სქემა როგორც კი გახდება უფრო სამართლიანი, ჩვენ ვაღიარებთ იმას, რომ ჩვენი პედაგოგები არიან კარგი.

 

თავის დროზე პედაგოგებს აკნინებდნენ ისე, როგორც პოლიციელებს, მედიცინის მუშაკებს. ჩემი აზრით, ეს ძალიან დიდი უსამართლო სქემის ნაწილი იყო.

 

ჩვენ გვყავს ძალიან მაგარი პედაგოგები და ამ პედაგოგებს შეუძლიათ საკმარისი ხელშეწყობის პირობებში, მომავალ თაობებს ის მისცენ, რაც მათ სჭირდებათ" , - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.








 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner