logo_geo
eng_logo
მამა შალვა კეკელია ნარკოპოლიტიკაზე: მაშინებს, ისეთი კანონი არ მივიღოთ, რომელიც ერს დააზიანებს...
- +

13 იანვარი. 2018. 00:16


 

მამა შალვა კეკელია ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტის ფართო განხილვის მნიშვნელობაზე „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი"  საუბრობს. როგორც მამა შალვა კეკელია აღნიშნავს, ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტი მნიშვნელოვანია, რომ ფართო განხილვის საგანი გახდეს.


„ეს კანონი ჩვენს გარეშე განიხილეს. სახელმწიფოს აქვს უფლება, კანონი ჩვენს გარეშე განიხილოს, მაგრამ არის რაღაც თემები, როდესაც არ შეიძლება, რომ საზოგადოების გარკვეული ფენები განხილვაში არ ჩარიო. არის თემები, მაგალითად საბიუჯეტო საკითხები, რაშიც ჩვენ ვერ ჩავერევით ვერასოდეს და პარლამენტი თავისუფალია ამაში. ეკლესიას არანაირი გამოცდილება არ აქვს, თუ როგორ გადანაწილდება ბიუჯეტი. თუმცა, რაც შეეხება ისეთ მხარეს, რაც სულიერებას ეხება, ოჯახებს ეხება, მნიშვნელოვანი და ფაქიზი თემებია, მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხების ფართო განხილვა მოხდეს. მე პირადად ამ კანონში არ ვარ კარგად გარკვეული, თუმცა, რაც მაშინებს, არის ის, რომ ისეთი კანონი არ მივიღოთ, რომელიც შემდეგ დააზიანებს ერს", - განაცხადა მამა შალვა კეკელიამ.











 

right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner