logo_geo
eng_logo
მამუკა არეშიძე: გამიკვირდა არმაზ ახვლედიანისგან საბჭოთა მენტალიტეტის ხსენება!
- +

22 თებერვალი. 2016. 12:23


 

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე „კვირის პალიტრასთან"  არმაზ ახვლედიანის განცხადებებზე საუბრობს. ახვლედიანმა პრემიერ-მინისტრს პარტიის „ბებერი ნიანგებისგან" დროულად გათავისუფლება ურჩია. არეშიძის თქმით, უმჯობესია, არსებული კონფლიქტები პარტიაშივე გაირჩეს და მოგვარდეს. ექსპერტი ყურადღებას  სხვა განცხადებაზეც ამახვილებს, სადაც ახვლედიანი საბჭოთა მენტალიტეტს ახსენებს.



„არ ვიცი, ვინ იგულისხმა ახვლედიანმა „ბებერ ნიანგებში", მაგრამ მე ყური მომჭრა მისმა სხვა ფრაზამ. მისგან საბჭოთა მენტალიტეტის ხსენება, ცოტა არ იყოს, გამიკვირდა. საბჭოურ მენტალიტეტზე ლაპარაკობს ადამიანი, რომელიც „მოქალაქეთა კავშირში" იყო, სადაც ეს მენტალიტეტი პირდაპირ მეფობდა და მაშინ ხმა არ ამოუღია. ვიმეორებ, ჯობს, ამგვარი საკითხები პარტიაშივე გაირჩეს და მოგვარდეს. ეტყობა, რაღაც სხვა მოხდა, რამაც მისი ეს პოზიცია განაპირობა. სხვათაშორის, სრულიად განსხვავდება ელისო ჩაფიძის შემთხვევა, როდესაც მან განაცხადა, რომ ვერ მოაგვარა ტყიბულელ მეშახტეთა პრობლემები კოალიციაში და იძულებული შეიქმნა, ღია წერილით მიემართა პრემიერისთვის. ეს სულ სხვა შემთხვევაა, მან სცადა კოალიციაში საკითხის გარკვევა, არ გამოუვიდა და სააშკარაოზე გამოიტანა. აქ მე პოლიტიკურ ინტერესებს ვერ ვხედავ", - განაცხადა მამუკა არეშიძემ.





 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner