logo_geo
eng_logo
მიხეილ ზაქარიაშვილი: მეზიზღება ცხოვრება ამ ქვეყანაში
- +

3 მაისი. 2016. 18:07


 

ავტორ-შემსრულებელ მიხეილ ზაქარიაშვილს საქართველოში ცხოვრება უკვე ეზიზღება და ამის მიზეზი ქართველების მიერ ერთმანეთის დაუსრულებელი გინებაა.


„არ დაიღალეთ ამდენი ერთმანეთის გინებით, ქართველები? ცოტა გვყავს მტერი? ამ აღდგომა დღეს მაინც მოისვენეთ, რა უბედურება გჭირთ ასეთი! ამხელა ხალხი ზიხართ და ერთმანეთზე ჭორაობთ. ფუ, მეზიზღება უკვე ცხოვრება ამ ქვეყანაში. ვინ ხართ, რა რჯულის ხართ, ვერ გაგირკვევიათ! დამსხდარხართ და კარიკატურებს აკეთებთ ერთმანეთზე, აბა, მიდით, იმაზე იფიქრეთ, ვინ უფრო მეტ შეურაცხყოფას მიაყენებთ მოწინააღმდეგე ბანაკს, სირცხვილია, სირცხვილი!

 

ფუ, გული მერევა რა, მერე დასხდებით და „ქართველობას გაუმარჯოს! ჩვენს ქვეყანას გაუმარჯოს", ბრტყელ-ბრტყელ სადღეგრძელოებს აფრქვევთ, პირჯვარს იწერთ ეკლესიაში! ვითომ ქართველობას გართმევენ, ქართველობაზე კი არ წუხხართ, თქვენი ფულების დარდი გაქვთ!

 

სანთლებს ანთებთ ეკლესიაში და დღედაღამ განკითხვებში ხართ, ვინ მოკლათ, გაანადგუროთ სიტყვით, ფიზიკურად, მხოლოდ იმაზე ფიქრობთ! ბ...ები ხართ ყველა, ქალიც და კაციც,  ვინც ჩვენს ქვეყანასა და ხალხს აბუჩად იგდებთ და თავს სჭრით! განა რას გიხდიან ამდენს, რომ ხაზს უსვამთ ადამიანობას? მასეთი ნაშოვნი ფულით შვილებისთვის კანფეტებს ყიდულობთ?

 

ქვეყნისა და ერის გამყიდველებო, გაახილეთ თვალები, კარგისა და ცუდის გარჩევა ისწავლეთ! დავიღალე ყველაფერში ბრძოლით, მოგვასვენეთ წესიერი ხალხი, გვაცალეთ ცხოვრება, გვაცალეთ, რამე კარგი გავუკეთოთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს! როდემდე უნდა ვიომოთ ერთმანეთში, როდემდე?" - ამბობს მიხეილ ზაქარიაშვილი.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×