logo_geo
eng_logo
„ნაცმოძრაობა“ შეეცდება, რომ მოვლენების ამ სცენარით განვითარების შემთხვევაში, მართვის სადავეები იგდოს ხელთ და...“
- +

8 ივნისი. 2018. 16:04

 

 

„მზის და ვარდების“ ქვეყნის ანუ საქართველოს დედაქალაქ თბილისში კიდევ ერთმა საპროტესტო ტალღამ იფეთქა. საერთოდ, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, მიტინგები და აქციები არ გვიკვირს, შესაბამისად, იმის გამოცდილებაც გვაქვს, რომ ბუნებრივი პროტესტი ე.წ. მართული ქაოსისგან განვასხვავოთ. ამ ფონზე, ცხადია, ჩნდება კითხვა - ის რაც ბოლო დღეებში თბილისში ხდება, ბუნებრივი პროტესტია თუ საქმე ე.წ. მართულ ქაოსთან გვაქვს?“ - ამის შესახებ გაზეთი „ვერსია“ სტატიას აქვეყნებს.

 

„კონტრაქციები დღევანდელ საქართველოში ერთობ მოდური და აქტუალურია: ასე, მაგალითად, 12-13 მაისის მოვლენების შემდეგ, რუსთაველზე შეკრებილ პროტესტანტი „ქლაბერების“ საპირწონედ, კონტრაქციები „ქართულმა მარშმა“ და ე.წ. ნეოფაშისტებმა გამართეს. ასევე, ზაზა სარალიძის სოლიდარობის მიზნით, კონტრაქციები ვაკის პარკშიც იმართება ანუ შეუიარაღებელი თვალითაც ნათელია, რომ ვიღაც, წარსულის გამოცდილებაზე დაყრდნობით, ქვეყანაში მართვადი ქაოსის შექმნას ცდილობს.

 

იმის ილუზია, რომ ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია, რომლის ლოკომოტივიც, დიდი ალბათობით, „ნაციონალური მოძრაობაა“,  რევოლუციას მოახდენს და ხელისუფლებას შეცვლის, ბუნებრივია, თავად მიხეილ სააკაშვილსაც არ ექნება, მაგრამ როგორც „ვერსიას“ კონფიდენტები ეუბნებიან, ამ ქაოსის მიზანი სამომავლოა.

 

კერძოდ, სააკაშვილი ცდილობს, რომ „ოცნებას“ მოძალადის იარლიყი მიაკეროს და ამით, მმართველი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატის გამარჯვების შანსები შეასუსტოს. იმ შემთხვევაში კი, თუ შემოდგომაზე, საპრეზიდენტო არჩევნებს მმართველი ძალის კი არა, არამედ, ოპოზიციის კანდიდატი მოიგებს, ახალი პრეზიდენტი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავს. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები, როგორც ანალიტიკოსები მიიჩნევენ, ერთგვარად პოლიტიკური ფორს-მაჟორია. შესაბამისად, იმის ალბათობა, რომ რომელიმე ძალა საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობით მოვა, არ არსებობს, თუმცა როგორც ანალიტიკოსთა ნაწილი ამბობს, „ნაცმოძრაობა“ შეეცდება, რომ მოვლენების ამ სცენარით განვითარების შემთხვევაში, მართვის სადავეები იგდოს ხელთ და ქვეყანა მუდმივად „შენელებული ნაღმის“ პრინციპით აცხოვროს ანუ შანტაჟისა და საბოტაჟის ელემენტების გამოყენებით, ყველა სხვა პოლიტიკური ძალა კუთხეში მიამწყვდიოს და პოლიტიკური მუსიკა თავად შეუკვეთოს, თუმცა ძნელი დასაჯერებელია, რომ მიზანმა საშუალება გაამართლოს“, - ნათქვამია სტატიაში.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×