logo_geo
eng_logo
დავით გუმბერიძე: ჩანაწერის მიხედვით, ბრალდებულები აქტიურად ახდენდნენ ზემოქმედებას ბადრი პატარკაციშვილის გარემოცვის წევრებზე
- +

18 ოქტომბერი. 2018. 01:42

 

 

„როგორც ჩანაწერში ფიქსირდება, ბრალდებულების მხრიდან აქტიურად ხდებოდა ბადრი პატარკაციშვილის გარემოცვის წევრებსა და იმ პირებზე ზემოქმედება, ვისაც ბადრი პატარკაციშვილთან შეხება ჰქონდა“, – განაცხადა საქმის პროკურორმა, დავით გუმბერიძემ პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“.

 

„გამოძიების ეტაპზე დაიკითხა ყველა დაფიქსირებული პირი; მიღებულ იქნა მნიშვნელოვანი ინფორმაცია; გამოძიების მიერ მოპოვებულ სხვა გარემოებებთან ერთად, მოხდა ამ პირების ჩვენებების გაზიარება და საბოლოო ჯამში, დევნის დაწყების საფუძველი ეს გახდა“, – განაცხადა გუმბერიძემ.

 

გუმბერიძემ აღნიშნა, რომ ვერ დაასახელებს იმ სუბიექტებს, რომელთა მიმართაც ზემოქმედება განხორციელდა, მაგრამ გამოძიებამ დაადგინა, რომ რევაზ შიუკაშვილი, ლევან ქარდავა და გიორგი მერებაშვილი ამ მოწმეებზე ზემოქმედებას ახდენდნენ, რათა ბადრი პატარკაციშვილის შესახებ ინფორმაცია მოეპოვებინათ.

 

„დაკითხულია ათეულობით მოწმე, რომლებიც ადასტურებენ კუდ-ის თანამშრომლებთან შეხვედრებს, მოდულის შენობაში დაბარებას და საუბრებს, რომლებიც შეეხება უშუალოდ პატარკაციშვილის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას და განზრახ იმ პირობების მომზადებას, რის საფუძველზეც ამ სუბიექტის ლიკვიდაცია გაადვილდებოდა“, – განაცხადა გუმბერიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×