logo_geo
eng_logo
საიდან მოდის გრიგოლ ვაშაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატის ტაბუდადებული საბჭოთა წარსული
- +

22 ოქტომბერი. 2018. 18:39

 

 

საიდან მოდის გრიგოლ ვაშაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატის ტაბუდადებული საბჭოთა წარსულის შესახებ სტატიას „პრაიმტაიმი“ აქვეყნებს.

 

როგორც სტატიაშია ნათქვამი, ვაშაძის ბიოგრაფიაში თითქმის არაფერია ნათქვამი საბჭოთა კავშირის პერიოდზე ან იმ ადამიანებზე, რომლებმაც უზრუნველყვეს მისი დიპლომატიური კარიერა და მომავალი. თუმცა როცა საუბარია ქვეყნის მთავარსარდლის და კონსტიტუციის გარანტის პოსტზე, მოსახლეობამ უნდა იცოდეს, თუ ვის აბარებს პრეზიდენტობას.

 

სტატიიდან ირკვევა, რომ გრიგოლ ვაშაძე  საბჭოთა საქართველოში ცნობილი პარტიული მუშაკის, ნოდარ ვაშაძის ოჯახში დაიბადა. 1975 წელს, იმ პერიოდში ჭიათურის კომიტეტის მდივნის პოსტზე მყოფი მამის დახმარებით მოსკოვში გადასახლდა და  საბჭოთა კავშირის ყველაზე სოლიდურ МГИМО-ს უნივერსიტეტში მოეწყო, რომელიც   ცნობილი იყო როგორც საბჭოთა პარტიული ნომენკლატურის და დიპლომატიური კორპუსის სამჭედლო. МГИМО-ში მოხვედრას სჭირდებოდა დიდი კავშირები, რომლებიც ჰქონდა ვაშაძის მამას.

 

„1976 წელს გრიგოლ ვაშაძის მამა დაინიშნა საბჭოთა საქართველოს კომუნალური მეურნეობის მინისტრად, რამაც კიდევ უფრო გაზარდა ვაშაძის წარმატების შანსები. თუმცა, სწრაფი კარიერული წინსვლისთვის მხოლოდ პრესტიჟული საბჭოთა სასწავლებელი არ იყო საკმარისი, საჭირო იყო შესაბამისი რანგის საახლობლოც.

 

1981 წელს გრიგოლ ვაშაძემ დაასრულა МГИМО და გავლენიანი სიმამრის დახმარებით დაიწყო მუშაობა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში. ჯერ უცხოეთში მიმავალი დელეგაციების თანხმლებად, შემდეგ კი ბევრად სერიოზულ მიმართულებაზე - კოსმოსის და ბირთვული შეიარაღების მიმართულებით. ბირთვული შეიარაღების თემებში საბჭოთა კავშირი მხოლოდ სრულიად სანდო კადრებს რთავდა.

 

მაგრამ ვაშაძის კარიერულ აღმასვლა ოჯახურმა დრამამ შეაფერხა. მისმა პირველმა მეუღლემ ნატაშა ალხიმოვამ ანტისაბჭოთა განწყობებით გამორჩეულ ცნობილ პიანისტ გავრილოვთან ერთად საბჭოთა კავშირი დატოვა და  ლონდონში გადასახლდა.

 

მიუხედავად ვაშაძის კრემლისადმი ერთგულებისა, ნატაშას და გავრილოვის ლონდონში გაქცევამ  ცუდად იმოქმედა ვაშაძის კარიერაზე. კარიერული აღმასვლის იმედი აღარ იყო, ვაშაძეს პერსპექტივაში ჰქონდა საშუალო რანგის საბჭოთა დიპლომატის მომავალი...1988 წელს გრიგოლ ვაშაძე საბჭოთა კავშირის დიპლომატიური აკადემიის ასპირანტად გადავიდა“, - ნათქვამია სტატიაში.

 

https://primetime.ge/

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×