logo_geo
eng_logo
მამუკა არეშიძე: ახალი კონფლიქტის შემთხვევაში საქართველოს სჭირდება დამატებითი გარანტიები, რომ სამხრეთიდან შეტევა არ განხორციელდება
- +

4 მარტი. 2019. 18:20

 

მამუკა არეშიძე სომხეთსა და საქართველოს შორის სამხედრო თანამშრომლობაზე საუბრობს. მისი თქმით, ეს თემა და საკუთრივ თანამშრომლობა მრავალკომპონენტიანია და მისი განხილვა გეოპოლიტიკურ ზეწოლად, სწორი და ობიექტური არ იქნება.  ამის შესახებ არეშიძემ  ჟურნალ ,,თბილისელებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

 

 „სამხედრო თანამშრომლობის თემა მრავალკომპონენტიანია და ვერ განვიხილავთ მხოლოდ, როგორც გეოპოლიტიკური ზეწოლის შედეგს. 2008 წლის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებაში განსაკუთრებით გააქტიურდა საუბარი იმის შესახებ, რომ ანალოგიურის განმეორების შემთხევაში, როგორ უნდა განსაზღვრულიყო სომხეთის როლი“,- განაცხადა ექპერტმა მამუკა არეშიძემ.

 

არეშიძის თქმით, ახალი კონფლიქტის საქართველოს დამატებითი გარანტიები სჭირდება.

 

„2010 წელს რუსებმა ახალი ფორმა მისცეს  სამხრეთის მიმართულებას და ყველა სამხედრო ქვედანაყოფი, რომლებიც სომხეთსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმყოფებიან ერთ სარდლობას დაუქვემდებარეს. ასე რომ, ახალი კონფლიქტის შემთხევაში საქართველოს სჭირდება გარანტიები, რომ სამხრეთიდან შეტევა არ განხორციელდება“, - აღნიშნა არეშიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×