logo_geo
eng_logo
ანო მაისურაძე: ძალა და სიყვარული, რასაც მთელი ცხოვრება აფრქვევდა, ახლა ჩემში აღმოვაჩინე…
- +

22 მაისი. 2019. 16:22

 

 

„მისი წასვლა წელთაღრიცხვა იყო ჩემს ცხოვრებაში“, - ამის შესახებ მსახიობ გივი ბერიკაშვილის შვილიშვილი  ანო მაისურაძე  ჟურნალ „თბილისელებთან“ მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.

 

„სანამ ის ცოცხალი იყო, არსად ვამბობდი, რომ მე მისი შვილიშვილი ვიყავი, მერიდებოდა. არასდროს მისარგებლია მისი სახელით, მაგრამ სადაც მივდიოდი და მოვდიოდი, ყველგან მაინც მეხმარებოდა და მეხმარება მისი სახელი. რაც შეეხება დანაკლისს, მისი წასვლა წელთაღრიცხვა იყო ჩემს ცხოვრებაში. მივხვდი, რამხელა ძალა მომაკლდა, უცებ გავიზარდე. სულ მეგულება, როგორც მეგობარი, ოჯახის წევრი. ძალა და სიყვარული, რასაც მთელი ცხოვრება აფრქვევდა, ახლა ჩემში აღმოვაჩინე. ფიზიკურად მაკლია, მაგრამ სულ ჩემს გვერდითაა. არ ვიცი, როგორ ახერხებდა, მაგრამ მიუხედავად ბევრი საქმისა, ყურადღებას არასდროს მაკლებდა. არ დამავიწყდება:6 აპრილის ღამეს სიცხემ აუწია. გვითხრა, ხვალ წავალ საავადმყოფოშიო. მართლაც, დილით, ჰერკულესის ფაფა გააკეთა, მერე ჩაიცვა და ბებოს უთხრა :ბევრი არაფერი ჩამილაგოთ, ორ დღეში დავბრუნდებიო და თავისი ფეხით წავიდა საავადმყოფოში. დილით, 7 აპრილს შევხვდი ბოლოს. ფიზიკურად კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ როგორც ყოველთვის, თავზე დავატირე. დამამშვიდა: კარგი, პაპიკო, რა გატირებსო და ხელზე მაკოცა. სიტუაცია რამდენიმე წამში დამძიმდა. მისი დაძინება და ხელოვნურად ჟანგბადის მიწოდება გახდა საჭირო. ვერ ვაცნობიერებდი, რა ხდებოდა, თუმცა იმედიანად ვიყავი. სამი დღე ველოდი, რომ ნებისმიერ წამს შემოაღებდა პალატის კარს, გაგვიღიმებდა და დამთავრდებოდა ეს კოშმარი. სახლში რომ წამოვიყვანეთ, მაშინაც ასე მეგონა, სახლიდან თეატრში რომ წავიყვანეთ, მაშინაც... მოკლედ, სასწაულს  ბოლომდე ველოდი, გულის სიღრმეში ისევ მისი არსებობის მჯეროდა. ბევრი ადამიანი მოვიდა მასთან გამოსამშვიდობებლად -მეეზოვეები, ჯიხურის გამყიდველები, „სტაიანშიკები“, მსახიობები, მთავრობის წევრები...“ - აღნიშნა ანო მაისურაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×