logo_geo
eng_logo
კირილი ილია მეორეს: ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით
- +

20 ნოემბერი. 2016. 00:48



მოსკოვში, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და ენეტარესი ილია მეორე მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილს შეხვდა. ილია მეორე რუსეთის პატრიარქის 70 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობს.


რუსეთის საპარტიარქოს ცნობით, ილია მეორემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ქართული და რუსული მართლმადიდებელი ეკლესიების ურთიერთობა ორი ქვეყნის პოლიტიკოსებისთვის სამაგალითო უნდა გახდეს.


უნდა აღვნიშნო, რომ წინა წლებში საქართველოში არ იყო ამდენი დამსვენებელი რუსეთიდან, როგორც ახლა და ჩვენ ეს გვახარებს. ურთიერთობა ჩვენს ქვეყნებს შორის სასურველია უკეთესი იყოს, ვიდრე დღესაა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა გაუმჯობესდეს ჩვენი ქვეყნების პოლიტიკოსებს შორის დამოკიდებულება. ვფიქრობ, ეს გამოგვივა. ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით და ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ", - ციტირებს საქართველოს პარტიარქს რუსეთის საპატრიარქოს ვებგვერდი.


ამასთან, რუსეთის პატრიარქმა ილია მეორეს მოსკოვში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა.


ადამიანების გულების კავშირის გარეშე, შეუძლებელია კეთილი კავშირი ქვეყნებსა და ხალხებს შორის", - განაცხადა რუსეთის პატრიარქმა.


 

right_banner
არქივი
right_banner