logo_geo
eng_logo
22 დეკემბერს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება
- +

19 დეკემბერი. 2016. 14:11


22 დეკემბერს, საპატრიარქოში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს" დეკანოზმა კახაბერ გოგოტიშვილმა განუცხადა, წმინდა სინოდის ეს კრება გეგმიურია.


სხდომაზე ერთ-ერთ საკითხად მღვდელმთავრები სავარაუდოდ უწმიდესის აღსაყდრებისა და დაბადების საიუბილეო დღეების აღსანიშნავად დაგეგმილი საზეიმო ღონისძიებების საკითხს განიხილავენ.


სავარაუდოდ, საორგანიზაციო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით ღონისძიებებისა და სამეცნიერო კონფერენციების ჩატარებას დაგეგმავს", - განაცხადა დეკანოზმა.


მისივე თქმით, წმინდა სინოდი გეგმიურად, წელიწადში ორჯერ იკრიბება: აღდგომის შემდეგ და შობის მარხვაში.


საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა წელს 12 თებერვალს, 25 მაისს და 10 ივნისს გაიმართა. ბოლო სხდომა არაგეგმიური იყო და სინოდი წევრებმა საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე გასამართ წმინდა კრებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.


ამასთან, 25 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის აღსაყდრების 39 წელი სრულდება, 4 იანვარს კი, უწმიდესი 84 წლის გახდება.





 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner