logo_geo
eng_logo
ქეით უინსლეტის ორსულობის შესახებ „ოსკარის“ დაჯილდოვებაზე გახდა ცნობილი
- +

2 მარტი. 2016. 17:51


„ოსკარის" ცერემონიიდან ვარსკვლავების პირად ცხოვრებაზე საინტერესო დეტალები ხდება ცნობილი. ამჟამად ინტერნეტში აქტიურად განიხილავენ ქეით უინსლეტის, ქეით ბლანშეტისა და ბრი ლარსონის ერთობლივ ფოტოს.


სურათი „ოსკარის" დაჯილდოების ცერემონიის სარეკლამო ჭრის დროსაა გადაღებული და ფოტოზე ჩანს, როგორი გაოცებით უყურებს ბლანშეტი ქეით უინსლეტს. მას ხელი მუცლისკენ მიაქვს, რაც ეჭვებს აჩენს უინსლეტის ორსულობაზე. 40 წლის უინსლეტს გაოცებული შეჰყურებს წლევანდელი ოსკაროსანი ბრი ლარსონიც და ჩანს, რომ ქალბატონები საინტერესო ახალ ამბავს განიხილავენ. ეს ის განსაკუთრებული ფოტოა, რომელიც „ოსკარის" კულისებიდან ფოტოგრაფებმა დააფიქსირეს და რომელიც უკვე ყველა წამყვანი გამოცემის ფურცლებს ამშვენებს. 


 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner