logo_geo
eng_logo
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს შტაბბინასთან სროლებისას არიან დაჭრილები
- +

14 თებერვალი. 2018. 19:58



ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს შტაბბინასთან, ვაშინგტონთან ახლოს, სროლა იყო, - ამის შესახებ USA Today იუწყება.


ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სააგენტოს ჭიშკარს შავი ჯიპი შეეჯახა, რომელსაც საქარე მინაზე ნატყვიარები ჰქონდა. სხვადასხვა ინფორმაციით, დაჭრილია რამდენიმე ადამიანი. სააგენტოში ერთი ადამიანის დაჭრის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ, რომელიც მათი ინფორმაციით, ჰოსპიტალიზებულია.


ამ დროისთვის უცნობია, ვინ მონაწილეობდა სროლებში და არის თუ არა ფაქტი სააგენტოს პერსონალთან დაკავშირებული. ასევე უცნობია, რატომ იყო ჯიპი სააგენტოს შტაბბინასთან.


მედიის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი დაკავებულია.


„სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება", - ნათქვამია ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს განცხადებაში.


თეთრი სახლის ინფორმაციით, მომხდარის შესახებ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ინფორმირებულია.


 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner
right_banner right_banner
არქივი
right_banner