reportiori.ge - „ვწერ სიყვარულზე, რადგან სიყვარულია თავი და თავი ყველაფრის“ - მაია კახიძემ ლექსების პირველი კრებული გამოსცა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 23 სექტემბერი, 2019. 08:52
"რეპორტიორის" თვალით...
„ვწერ სიყვარულზე, რადგან სიყვარულია თავი და თავი ყველაფრის“ - მაია კახიძემ ლექსების პირველი კრებული გამოსცა
22 ნოემბერი, 2015. 15:24


პოეტმა, პუბლიცისტმა, ჟურნალისტმა მაია კახიძემ ლექსების პირველი კრებული გამოსცა. „ფიქრიმაიები" - ასე ჰქვია კახიძის ლექსების წიგნს, რომლის პრეზენტაციაც დღეს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნლ სასახლეში გაიმართა.


ვწერ სიყვარულზე, რადგან სიყვარულია თავი და თავი ყველაფრის. სიყვარულით მოვედი დღემდე. თურმე ძალიან „გემრიელია", როდესაც წიგნს ბეჭდავ. სხვა სტიმული გაქვს, სხვა მიზნები გიჩნდება... არ შემიძლია წერის გარეშე... „ფიქრიმაიები" - ეს სახელწოდება იმიტომ, რომ სულ ვფიქრობ, როცა მძინავს მაშინაც ვფიქრობ. ფიქრით ვცდილობ დავძლიო არსებული პრობლემები და დავაძლევინო ჩემს მეგობრებსაც", - განაცხადა პოეტმა.


ლექსების კრებულის პრეზენტაციას მაია კახიძის მეგობრები, ახლობლები, მსახიობები, პოეტები დაესწრნენ.



„2 სიტყვა - მაია კახიძე  - ჩემი ცხოვრების ნაწილია. ჩვენ 23 წელია ერთად ვართ, ის ჩემი მეგობარია. მაია შესანიშნავი ჟურნალისტი და პოეტია. აუცილებლად უნდა გაეცნოთ მის პოეზიას, რომ გაიგოთ, რა სულის პატრონია ის...", - განაცხადა ჟურნალისტმა ბესო ჩუბინიძემ.



პოეტი მომავალ წელს 2 კრებულის გამოცემას გეგმავს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016