top_leaderboard

ირაკლი ჩიქოვანი: დღეს დაიწერა ისტორია, რომლითაც საქართველოს ყველა მოქალაქე იამაყებს

“დღეს დაიწერა ისტორია, რომლითაც საქართველოს ყველა მოქალაქე იამაყებს”, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა საქართველო-საბერძნეთის მატჩის შეფასებისას განაცხადა.

ოცნებები ხდება. დაუღალავი შრომით მონდომებით და იმ ჟინით, რომელიც ჩვენმა ბიჭებმა დღეს მოედანზე ანახეს, ჩვენ ევროპაზე ვართ და საქართველო ევროპაში იქნება”, – აღნიშნა ჩიქოვანმა.

საქართველოს ნაკრებმა პენალტების სერიაში საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.

ასევე იხილეთ