top_leaderboard

საბერძნეთის ნაკრების მწვრთნელი: იღბალი საქართველოს ნაკრებისკენ იყო

საბერძნეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გუსტავო პოიეტმა განაცხადა, რომ გამარჯვების შანსი ხელიდან გაუშვეს.

„პირველ რიგში, ვულოცავ საქართველოს ნაკრებს, საქართველოს და ვილი სანიოლს ამ წარმატებას. თამაშის შემდეგ ვერ მოვახერხე და მინდა, აქ მივულოცო. ისეთი თამაში იყო, როგორც ასეთ დროს ხდება. ბევრი ბრძოლა ვნახეთ, ყვითელი ბარათები.

შანსები 50/50-ზე იყო და ყველაფერი პენალტების სერიაში გადაწყდა, რომელშიც იღბალი მნიშვნელოვანია და ახლა იღბალი საქართველოს ნაკრებისკენ აღმოჩნდა. ასეთ თამაშებში ვიდეორეფერი გადამწყვეტი არ არის“, – განაცხადა გუსტავო პოიეტმა.

ასევე იხილეთ