top_leaderboard

კახა კალაძე: გუშინდელ თამაშზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ძალა ერთობაშია

გუშინდელ თამაშზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ძალა ერთობაშია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენ ძალიან ბევრი თვალცრემლიანი დღე და ღამე გაგვითენებია, მაგრამ ეს ცრემლები დაკავშირებული იყო ხშირ შემთხვევაში მარცხთან, წაგებასთან, ნიჰილიზმთან. გუშინდელი ცრემლები ეს იყო გამარჯვების, ეს იყო სიამაყის, ეს იყო უდიდესი სიხარულის ცრემლები. კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო ყველა იმ ადამიანს, ვისაც გულით გაუხარდა ჩვენი ეროვნული ნაკრების გამარჯვება. ეს არ არის მხოლოდ ფეხბურთელების გამარჯვება, ეს არის ჩვენი ქვეყნის გამარჯვება. ხვალინდელი დღისთვის, ჩვენი შვილებისთვის, შვილიშვილებისთვის ეს მოგება მნიშვნელოვანი იყო.

გუშინდელ თამაშზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ძალა ერთობაშია. ნაკრებმა გულშემატკივართან ერთად აჩვენა გუნდურობა, ერთობა და ერთიანობის ბრწყინვალე შედეგი – გამარჯვება. საქართველო ერთობით იმარჯვებდა და მომავალშიც ერთობით, ერთიანი სულისკვეთებით, ძალთა გამთლიანებით, ურთიერთ სიყვარულითა და ერთმანეთის გვერდში დგომით აუცილებლად გაიმარჯვებს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.

ასევე იხილეთ