top_leaderboard

ზურაბ ხიზანიშვილი: ხალხი არის ძალიან ბედნიერი, რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდი მიღწევაა

საქართველოს ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი, ვეტერანი ფეხბურთელი ზურაბ ხიზანიშვილი საბერძნეთთან მიღწეულ გამარჯვებას და ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვებას გამოეხმაურა.

„ისტორიული დღეა და ასეც მოინათლა – ხალხი არის ძალიან ბედნიერი. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მიღწევაა, მაგრამ ორ თვეში უკვე ევროპის ჩემპიონატი გვიწევს და სწრაფად უნდა გადავერთოთ ფეხბურთელებიც და „სტაფიც“. ორი თვე არ არის ის პერიოდი, რომ დრო დაკარგო“, – აღნიშნა ხიზანიშვილმა.

საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.

ასევე იხილეთ