top_leaderboard

ნანა გერგაია: ნიკას გოლი იყო გადამწყვეტი და საოცარი შეგრძნება ჩემთვის, როგორც დედისთვის

ევრო 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ფინალში გამარჯვების გოლის ავტორის დედა, ნანა გერგაია გულშემატკივრებს მადლობას უხდის.

“ძალიან ემოციურია ეს ყველაფერი. ვესწრებოდი ამ თამაშს და ისეთი საოცარი გარემო იყო, ისეთი გულშემატკივრობა… ბიჭებმაც ბოლომდე, 120 წუთი იბრძოლეს და შრომა დაუფასდათ. არ შემიძლია არ ვთქვა გიორგი მამარდაშვილის შესახებ, რომელმაც პირველი პენალტი აიღო და ამით დამატებითი სტიმული მისცა ბიჭებს.

ნიკას გოლი იყო გადამწყვეტი და საოცარი შეგრძნება ჩემთვის, როგორც დედისთვის. ყველა გულშემატკივრისთვის დაუვიწყარი, აუხსნელი წამები იყო, მაგრამ დედისთვის, წარმოგიდენიათ, ალბათ, რა ხდებოდა ჩემს გულში. ჩემი მეუღლე მდუმარედ იყო მთელი თამაში და ბოლოს ცრემლები წამოუვიდა.

მატჩის შემდეგ ნიკა ვნახეთ და უსიტყვოდ გადავკოცნეთ ერთმანეთი, ასე მივულოცეთ ერთმანეთს გამარჯვება”, – აღნიშნა ნანა გერგაიამ.
ნიკა კვეკვესკირის ოჯახი აფხაზეთიდან დევნილია. ის წლინახევრის იყო, როცა გალიდან ოჯახთან ერთად სახლი დატოვა. ფეხბურთის თამაში ზუგდიდში 8 წლის ასაკში დაიწყო, სადაც ოჯახი დასახლდა.

31 წლის კვეკვესკირი ამჟამად პოლონური გუნდის “ლეხი პოზნანის” ფეხბურთელია.

ასევე იხილეთ