top_leaderboard

ვაისი: საქართველოს ნაკრების და გულშემატკივრების გამო ბედნიერი ვარ

საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, ვლადიმერ ვაისმა საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლაზე ისაუბრა:

რამდენად შეიცვალა გუნდი, რაც ის დავტოვე? ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებსაც შანსი მივეცი, გაიზარდნენ და ჩამოყალიბდნენ. გუნდს ახლა მეტი გამოცდილება და ხარისხი აქვს. სტილი შეიცვალა. ჩვენ დაცვიდან ვთამაშობდით, სწრაფი კონტრშეტევებით…

სამწუხაროდ, 4 წლის წინ, ჩრდ. მაკედონია ვერ დავამარცხეთ და მოხარული ვარ, რომ ისტორია ახლაც არ განმეორდა. ფსიქოლოგიურად, ძალიან რთული მატჩი იყო. ფანებისა და ნაკრების გამო ბედნიერი ვარ.

26 მარტს საქართველოს ნაკრებმა ისტორიულ შედეგს მიაღწია და ევროპის ჩემპიონატზე გამსვლელ ფინალურ შეხვედრაში საბერძნეთის ნაკრები პენალტების სერიაში (4:2) დაამარცხა.

ასევე იხილეთ