top_leaderboard

თორნიკე შენგელია: თქვენმა თავდადებამ მსოფლიოს ქართული სული აჩვენა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის ევროპის ჩემპიონატზე გასვლას გამოეხმაურა.

“ვულოცავ ჩვენი საქართველოს ფეხბურთის გუნდს ევროპის ღირშესანიშნავ კვალიფიკაციას! თქვენმა შრომამ, თავდადებამ და გამორჩეულმა გუნდურმა მუშაობამ, რასაც ათობით წელია საფუძველი ეყრება,შედეგი გამოიღო და კიდევ ერთხელ აჩვენა მსოფლიოს ქართული სული! მივესალმები თქვენს მიღწევას და გისურვებთ ბევრ მომავალ წარმატებას, რათა კვლავ მრავალჯერ წარადგინოთ ჩვენი სამშობლო ევროპულ ასპარეზზე”, – დაწერა შენგელიამ სოციალურ ქსელში.

საქართველოს ნაკრები, რომელმაც ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალში საბერძნეთს პენალტების სერიაში 4:2 სძლია, ფინალურ ეტაპზე ისტორიაში პირველად ითამაშებს. მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატს 14 ივნისიდან 14 ივლისამდე გერმანია უმასპინძლებს, საქართველო კი F ჯგუფში მოხვდა, სადაც მეტოქეებად ჩეხეთი, თურქეთი და პორტუგალია ეყოლება.

ასევე იხილეთ