top_leaderboard

საფრანგეთი უკრაინას რაკეტებსა და ასობით ჯავშანმანქანას გადასცემს

საფრანგეთი უკრაინას Aster-ის რაკეტებს და ასობით ჯავშანმანქანას გადასცემს, ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ La Tribune-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ამხელა ფრონტის ხაზის გასამართად, უკრაინის არმიას სჭირდება, მაგალითად, ჩვენი ჯავშანტექნიკა (VAB)”, – თქვა ლეკორნუმ.

როგორც ცნობილია, თავად საფრანგეთის არმია კი ცნობილ ფრანგულ VAB ჯავშანტრანსპორტიორებს ახალი თაობის Griffon-ის ჯავშანმანქანებით ცვლის.

ასევე იხილეთ