top_leaderboard

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის დაფარვა 6 წუთში იქნება შესაძლებელი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ რიკოთის მონაკვეთზე 51 გვირაბი და 97 ხიდი შენდება. გიორგი წერეთლის თქმით, 51 გვირაბიდან უკვე 50 გვირაბი გაჭრილია. 97 ხიდიდან კი 89 უკვე აშენებულია.

„დღეს, უკვე 42 გვირაბით და 76 ხიდით ვსარგებლობთ. შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე ძირითადი სამუშაოები უკვე დასრულებულია“, – განაცხადა გიორგი წერეთელმა.

ამასთან, გიორგი წერეთელმა შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალურ გზაზე ისაუბრა.

„როდესაც გაიზარდა ინტენსივობაზესტაფონი იყო პრობლემური, დასავლეთ-აღმოსავლეთის მაგისტრალზე ინტენსივობიდან გამომდინარე, მაგისტრალური გზა გადიოდა ზესტაფონზე და იქ საცობები იქმნებოდა. ეს პრობლემა უკვე მოიხსნება და ამ მონაკვეთში დროის დაზოგვა იქნება მნიშვნელოვანი. 6 წუთში შესაძლებელი იქნება შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის დაფარვა“, – აღნიშნა გიორგი წერეთელმა “ქრონიკასთან”.

რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის 26 აპრილს გაიხსნა.

ასევე იხილეთ