top_leaderboard

ედიშერ გვენეტაძე: რუსეთი საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას არცერთ შემთხვევაში არ დაუშვებს

ევროპულმა საბჭომ 14 დეკემბერს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა და ეს მოვლენა მთელ ქვეყანაში დიდი ზარ-ზეიმით აღინიშნა. საქართველოს ყველა რეგიონში ქუჩებსა და შენობებზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გადმოიფინა, თბილისში კი, თავისუფლების მოედანზე საერთო სახალხო ზეიმი გაიმართა. რას მოუტანს კანდიდატის სტატუსი საქართველოს და რამდენად რეალურია ახლო მომავალში ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება… „რეპორტიორის“ კითხვებს ისტორიკოსი ედიშერ გვენეტაძე პასუხობს.  

– ბატონო ედიშერევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებიდან თითქმის მთელი კვირა გავიდაემოციები დაცხრა და ახლარაციონალურად და ცივი გონებით რომ გავაანაიზოთრას ნიშნავს სტატუსის მიღება ჩვენი ქვეყნისთვის და რამდენად რეალურ შანსს აძლევს ეს საქართველოსახლო მომავალში გახდეს კავშირის ოფიციალური წევრი?

– უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ საქართველომ ქვეყნის ხელისუფლების დამსახურებით მიიღო ის სტატუსი, რომლის შედეგადაც თავიდან იქნა აცილებული ის დიდი უბედურება, რომელიც გარეშე  ძალების მეშვეობით, შინაურ „მეხუთე კოლონას“ ჰქონდა ჩაფიქრებული. ანუ, თუკი საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ვერ მიიღებდა, მაშინ ქვეყანაში ხელისფლების ძალადობრივი გზით შეცვლის საფრთხე ჩნდებოდა და ამას „მეხუთე კოლონის“ წარმომადგენლები არც მალავდნენ, ისინი სწორედ კანდიდატის სტატუსის მიღებამ შეაჩერა! კანდიდატის სტატუსი ჩვენმა სახელმწიფომ, ქვეყნის ხელისუფლების დამსახურებით ღირსეულად მიიღო… თუკი დამაკონკრეტებინებთ, რას ნიშნავს ღირსეულად მიღებაო, აგიხსნით, რომ ეს ცალ ფეხზე ხტუნვისა და „ასკინკილას“ გარეშე მის მიღებას ნიშნავს. ღირსების მაგალითად, ბატონი პრემიერ-მინისტრის პრესკონფერენციაც შგვიძლია მოვიყვანოთ, რომელიც მან ჟოზეფ ბორელთან ერთად გამართა და სადაც საქართველო როგორც ჭეშმარიტად სურვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო წარმოაჩინა, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, დამოუკიდებლობისაკენ ისწრაფვის და შემდეგ იმ გაერთიანებისკენ, რასაც ევროკავშირი ჰქვია.

– რადიკალური ოპოზიცია მანიპულირებსრომ, როგორც ისინი უწოდებენ, საქართველოს რუსულ ხელისუფლებას სტატუსის მოპოვება საერთოდ არ სურდა და იგი რეალურად ქართველმა ხალხმა და ქართულმა საზოგადოებამ მოიპოვაოელენე ხოშტარიამ ისეთ აბსურდულ პერსონაჟებსაც კი მიაწერა მისი მოპოვებაროგორებიც ვინმე ლაზარე გრიგორიადისი და სოფო ჭყონია არიან… ბატონო ედიშერამ გადასახედიდან რომ შევაფასოთროგორი იყო საქართველოს ხელისუფლების როლი მთელ ამ პროცესში და შეიძლება თუ არა იმუშაოს რადიკალების ამგვარმა პროპაგანდამ საზოგადოების თუნდაც მცირე ნაწილზე?

– საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ ფაქტიურად შეუძლებელი შეძლო და და კანდიდატის სტატუსის მოპოვება სწორედ მათი დაუღლელი მოღვაწეობის შედეგია. არ არსებობს ამის საწინააღმდეგო რაიმე ლოგიკური არგუმენტი! „მეხუთე კოლონის“ შემხედვარეს ერთი ძველი ქართული ანდაზა მახსენდება – „ჩემი შენ გითხარი, გული მოგიკალიო“. ანუ, ელენე ხოშტარია, რომლის ოჯახი ხელფასს კრემლის ხაზინიდან იღებს, რუსულ ხელისუფლებაზე რომ ლაპარაკობს, აბსურდი არაა?! აქვე მინდა ერთი შეკითხვა დავუსვა ქალბატონ ხოშტარიას – კი მაგრამ, თქვენგან გაუთავებელი ლანძღვა-გინების მიუხედავად, რუსეთის პრეზიდენტი კრემლის ხაზინიდან ფულს მაინც გირიცხავთ თქვენ, მის „დაუძინებელ მტერს“, რაღას ერჩით მაშინ პუტინს, ჩემთვის გაუგებარია. ამ ლოგიკით ხომ გამოდის, რომ ის ავტორიტარი კი არა, მსოფლიოს ნომერ პირველი დემოკრატი მმართველი ყოფილა?! მოკლედ, კიდევ ერთ ქართულ ანდაზას შევახსენებ ჩვენს მკითხველს – „კატა ვერ შეწვდა ძეხვსაო, პარასკევია დღესაო“. ზუსტად ამათზე ყოფილა ნათქვამი! შეგახსენებთ, რომ ჩვენ ახლა ვსაუბრობთ ადამიანებზე, რომლებიც ბრიუსელში კარდაკარ დადიოდნენ, რათა ევროპელები დაერწმუნებინათ იმაში, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭებინათ. ბოლოს და ბოლოს, ამას მე ხომ არ ვამბობ, ამას თავად ყვებოდნენ, ასე რომ, დღეს მათი საუბარი არავითარ ლოგიკაში არ ჯდება, რის გამოც დაემსგავსა „ხმას მღაღადებლისა უდაბნოსა შინა“. ასე რომ, მათ სიტყვებს დღეს არანაირი ფასი არ აქვს და მათ აღარავინ მოუსმენს.

– ბატონო ედიშერრეალურად რას მოუტანს საქართველოს ეს სტატუსი და რამდენად არის კანდიდატობა ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობა? ჩვენ ხომ ყველამ კარგად ვიცით იმ ქვეყნების სიარომლებსაც ის 15-20 წლის წინ აქვთ მიღებულითუმცა, კავშირში მათი გაწევრიანება ამ დრომდე ვერ თუ არ ხერხდებ

– ტყუილს ვერ ვიტყვი და მე ახლო მომავალში საქართველოს ევროკავშირში სრული გაწევრიანების პერსპექტივას ვერ ვხედავ. ეს პროცესი უპირველესად მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე, ანუ მსოფლიოს ახალი გადანაწილების პროცესის შედეგზე იქნება დამოკიდებული. ჩემი აზრით, ყველა სტატუსი, რომელსაც საქართველო მოიპოვებს, უმაღლეს ღირებულებებს – ქართველი ხალხის ფიზიკურ გადარჩენას, ჩვენი სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებასა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას უნდა ემსახურებოდეს. ხბოს აღტაცება არ უნდა დაგვეუფლოს, ჩვენს ერს ზედმეტი მოლოდინები არაფერშში სჭირდება. ეს მოლოდინები ომის პარტიის ქვეყნის გარეთა და ქვეყნის შინა წარმომადგენლებმა ხელოვნურად შექმნეს, რათა საქართველოს ხელისუფლების თავზე დამოკლეს მახვილი დაეკიდებინათ, გამომდინარე იქიდან, რომ მათ საქართველოში ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლა არ შეუძლიათ, ერთადერთი მახვილი, რომელიც შეიძლებოდა მათ ხელთ ჰქონოდათ, იყო ევროპის მიერ კანდიდატის სტატუსის მონიჭებაზე უარის თქმა. მათ ეს მახვილი ახლა ხელიდან გამოეცალათ, თუმცა, ნახავთ, რომ სულ მალე, წინასაარჩევნოდ, ისინი ისტერიის მორიგ ტალღას ააგორებენ იმის შესახებ, თუ რატომ არ იწყებს საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს. ამ თემით სპეკულირების მედროშე, დიდი ალბათობით, საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი იქნება. ამიტომ, ამ პერიოდისათვის, საქართველოს მოსახლეობა და საქართველოს ხელისუფლება მყარად ერთიანი უნდა იყოს, რათა სამშობლოს მოღალატე „მეხუთე კოლონა“ ასევე მყარად დამარცხდეს!

– თქვენ თქვითევროკავშირში გაწევრიანება ხაგრძლივი პროცესია და ის მსოფლიოს ახალ გადანაწილებაზე იქნება დამოკიდებულიო… რაც უკრაინაში ომი დაიწყომას მერე მუშაობს პროპაგანდარომ თითქოს რუსეთი იქ მარცხდებარეალურად კიყველამ ვიცითრომ ეს მტკნარი სიცრუეათქვენი აზრითიმ ახალ გადანაწილებაშისადაც რუსეთი არ თმობს უკრაინასრამდენად დათმობს საქართველოს და რამდენად დაგვიტოვებს შანსსგავხდეთ იმ დასავლური ორგანიზაციების წევრირომლებსაც რუსეთი მოსისხლე მტრებად მიიჩნევს? 

– ამ გადასახედიდან, ეს დროსა და სივრცეზე იქნება დამოკიდებული. ერთადერთი, რისი თქმაც ახლა ერთმნიშვნელოვნად შემიძლია, ისაა, რომ რუსეთი არცერთ შემთხვევაში არ დაუშვებს საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას. იმედია, არ მეტყვით, კი მაგრამ, ხომ არსებობს საერთაშორისო სამართალი და ხომ ნებისმიერ სახელმწიფოს შეუძლია დამოუკიდებლად გადაწყვიტოს თავისი ბედი და აირჩიოს, რომელ ორგანიზაციაში სურს მას გაწევრიანებაო…

– არაარ გეტყვით

– მაშინ ვუპასუხებ მას, ვინც ასე მეტყოდა… არანაირი საერთაშორისო სამართალი დღევანდელ მსოფლიოში აღარ არსებობს, იგი გიგანტმა პოლიტიკურმა მოთამაშეებმა პატარა ქვეყნებსა და მთელ დანარჩენ მსოფლიოს თავზე გადაახიეს! ამის მაგალითად ხომ ახლო აღმოსავლეთი და უკრაინაც გამოდგება. მაგალითისთვის ერთი ფაქტიც მინდა გავიხსენო, როდესაც ჰააგის სასამართლომ მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფო ავღანეთში საერთაშორისო ნორმების დარღვევაში დაადანაშულა. ამ უდიდესი სახელმწიფოს პრეზიდენტი კი, ჰააგის სასამართლოს თავმჯდომარეს აქტივების გაყინვით დაემუქრა და არაორაზროვნად მიანიშნა, „შენ როგორც გინდა, ისე არ გადაწყდება საერთაშორისო სამართალიო“. აქედან გამომდინარე თუნდაც, რომელ სამართალზე შეიძლება საერთოდ ლაპარაკი?! როგორც გითხარით, დადასტურებით ახლა მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ რუსეთი ამ წუთის მდგომარეობით, ჩვენს NATO-ში გაწევრიანებას არაფრის დიდებით არ დაუშვებს, მაგრამ, თუკი რაიმე მექანიზმი მოინახება, რომლის მეშვეობითაც ჩვენ ევროკავშირის წევრები NATO-ში გაწევრიანების გარეშე გავხდებით, ამ შემთხვევაში, შესაძლოა რუსეთი საერთოდაც არ იყოს ამ მოვლენის წინააღმდეგი და, მეტიც, შესაძლოა, ეს მის ეკონომიკურ ინტერესებშიც კი შევიდეს. თუკი ჩვენ არ დავიწყებთ მოლაპარაკებებს რუსეთთან და ისეთივე პოლიტიკას ვაწარმოებთ მასთან, როგორსაც წინა ხელისუფლება აწარმოებდა (თუმცა, დარწმუნებული ვარ, ეს ასე არ იქნება!), ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ ერთ დილით რომ გავიღვიძებთ, გავიგებთ, რუსის ტანკები უკვე თავისუფლების მოედანზე არიან შემოსულებიო. ისინი არც საერთაშორისო სამართალს დაექვემდებარებიან და არც დასავლეთის აღშფოთებას, შეშფოთებას თუ „გადაშფოთებას“.

– და ბოლოსბატონო ედიშერუკრაინელი მაღალჩინოსები კი აღარ მალავენრომ რუსეთი უკრაინის ნეიტრალიტეტს ითხოვდა და ეს უკანასკნელი NATO-სკენ ისტერიული სწაფვისგან რომ გათავისუფლებულიყოქვეყანა ამ ტრაგიკულ და სისხლიან ომს თავიდან აიცილებდა… თქვენი აზრითრა პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს საქართველოში ამ თემის წინ წამოწევას და ჩვენი სამეზობლოს მაგალითის გათვალისწინებითუპრიანი ხომ არ იქნებახელისუფლება მშვიდობის შესანარჩუნებლად ამ მოდელზეც დაფიქრდეს?

– მე უპირველეს ყოვლისა, ვარ ისტორიკოსი და მინდა, მოვლენები სწორედ ამ გადასახედიდან შევაფასო. საკუთარი თავის და ჩვენი სახელწიფოებრიობის გადასარჩენად აუცილებელია განვიხილოთ ყველა მოდელი, რასაც არსებული რეალობა დაგვიყენებს წინ. ამ შემთხევვაში, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ის პოლიტიკა, რა პოლიტიკასაც ჩვენი ხელისუფლება ატარებს, არის აბსოლუტურად გამართლებული და შედეგზე ორიენტირებული. თუკი მოვლენებს 2022 წლის 24 თებერვლიდან შევაფასებთ, ნათლად დავინახავთ, რომ ირგვლივ მიმდინარე ომების ფონზე, საქართველოში შენარჩუნებული მშვიდობა არის ის შედეგი, რა შედეგზეც იყვნენ ისინი ორიენტირებულნი. არ გამოვრიცხავ, რომ მომავალში ჩვენმა ხელისუფლებამ, ქართველ ხალხთან ერთად აწარმოოს აქტიური ნეიტრალიტეტის პოლიტიკა, მითუმეტეს, რომ ჩვენი ნეიტრალიტეტის გარანტი შესაძლოა მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი სახელმიწოფო – ჩინეთი გახდეს, რომელიც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. ამის ფიქრის საფუძველს კი, ამ უზარმაზარი ქვეყნის პრეზიდენტის, სი ძინ პინის უპრეცედენტო განცხადება  მაძლევს, რომლის მიხედვითაც, რაც არ უნდა მოხდეს, ჩინეთი თქვენს სტრატეგიულ პარტნიორად დარჩებაო. ამ სიტყვებით, ვფიქრობ, ბევრი რამაა ნათქვამი! მინდა, ერთი დეტალიც დავამატო… ვერავინ დამაჯერებს, რომ რუსს, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე შევიდა, ვინმე უკან გადაადგმევინებს ნაბიჯს. ზელენსკის ხროვამ უკრაინა გაყიდა და ქვეყანას წარმოუდგენელი მასშტაბის უბედურება მოუტანა. ის შედეგი, რა შედეგიც უკრაინაში დადგა, ამ ქვეყნისთვის კატასტორფულია! ეს კატასტროფა კი, მათ სხვის დაკრულზე „ტინგიცის“ გამო დაემართათ. დიახ, დიახ, „ტინგიცი“ იყო ის ფერადი რევოლუციები, რომლის შემდეგაც ხელისუფლება ზელენსის, არახამიას, პოდოლიაკს, არესტოვიჩსა და მსგავს ნაძირალებს ჩააბარეს!

ასევე იხილეთ