top_leaderboard

ნუგზარ ფოფხაძე: მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, ედუარდ შევარდნაძე ისტორიული ფიგურაა!

დღეს, 25 იანვარს, ედუარდ შევარდნაძეს 96 წელი შეუსრულდებოდა…

გავა დრო…

მოვლენ თაობები, თავისუფლები სუბიექტივიზმისგან, ობიექტურები…

განთავისუფლებულები პირადულისგან და…

ყველაფერს დაერქმევა საკუთარი სახელი…

ვიმეორებ: ზუსტი, ობიექტური, სამართლიანი სახელი, ადეკვატური დროისა, რეალობისა და შედეგებისა, დაფუძნებული ისტორიზმის პრინციპზე.

მანამდე კი… გონიერ საზოგადოებას მართებს მეტი სულგრძელობა, მეტი ობიექტურობა, მეტი კომპეტენტურობა!..

მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, იგი ისტორიული ფიგურაა!

არა მარტო საქართველოსთვის!

არამედ საერთაშორისო მასშტაბისაც, რამეთუ მოუწია მოღვაწეობა სხვა მასშტაბებში, ძველის ნგრევისა და ახლის დამკვიდრების ეპოქაში.

ჯერ ისევ ადრეა ამ ეპოქის შეფასება. რეალობაა ასეთი -გლობალური შედეგები…

არც საქართველოში განვითარებული მოვლენების ობიექტური შეფასებაა ადვილი.

მით უმეტეს, შენების თუ ნგრევის აქტიურ მონაწილეთა დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ასპარეზზეა… სჭარბობს ემოციები, პირადული, კეკლუცობა, ზერელობა!..

ვიმეორებ: დროა საჭირო! ჭეშმარიტი ობიექტურობა! რეალობის ჩაღრმავებული ცოდნა, ინფორმირებულობა!

და, რაც მთავარია, გადამწყვეტი მაღალი ზნეობა და მასზე დაფუძნებული პოლიტიკური კულტურა!

მოვა ასეთი დრო!

P.S. რაც შეეხება ამ იშვიათ ფოტოს, ის გადაღებულია შევის 80 წლისთავის აღსანიშნავ საღამოზე… უკანა პლანზე დიდი რეზო ამაშუკელი მიმაგრებს ზურგს.

ასევე იხილეთ