top_leaderboard

ზელენსკი: მსოფლიო ლიდერების ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც მიმართულია უკრაინის გაძლიერებაზე, კარგი იქნება მთელი მსოფლიოსთვის

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მსოფლიო ლიდერების ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც მიმართულია უკრაინის გაძლიერებაზე რუსული აგრესიის მოგერიებაში, კარგი იქნება მთელი მსოფლიოსთვის.

მე არ ვიყავი იმ სამიტზე [სადაც ემანუელ მაკრონმა უკრაინაში დასავლეთის ჯარების გაგზავნა არ გამორიცხა]. მან თქვა, რომ ისაუბრებს ახალ იდეებზე, თუ როგორ უნდა გაძლიერდეს უკრაინა. თუკი მსოფლიოში რაიმე ინიციატივა გააძლიერებს უკრაინას, ეს კარგია მთელი მსოფლიოსთვის”, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ასევე იხილეთ