top_leaderboard
left_sabechdi

თორნიკე რიჟვაძე: პოლიტიკური აქტორები, რომლებიც ახალ პარტიებს ქმნიან, სხვებისგან საარჩევნო პარტიულ ნომრებს თხოულობენ, გახლავთ ან „ნაცმოძრაობის“ წიაღიდან აღმოცენებული კონკრეტული პოლიტიკოსები, ან მათთან კავშირში მყოფი ე.წ. ბიზნესმენები

“იმდენად დისკრედიტებულია „ნაცმოძრაობა“, იმდენად ბევრ დანაშაულთან აქვს პირდაპირი პასუხისმგებლობა, შემხებლობა, რომ ახლა მათი უცხოელი პატრონები, დამკვეთები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ იგი დაიშალოს და ამ დაშლილი „ნაცმოძრაობის“ საძირკველზე აღმოცენდეს, თითქოს მესამე ძალა, “– ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის რეგიონში პოლიტიკურ სიტუაციაზე საუბრისას, გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციურ სპექტრში გადალაგებები აჭარაშიც პოვებს გამოძახილს და ამ მხრივ ბათუმი პოლიტიკურად აქტიური ქალაქია.

უნდა ითქვას, რომ სამწუხაროდ, ჩვენი დისკრედიტებული ოპონენტები ახალს ვერაფერს სთავაზობენ საზოგადოებას, ქართველ ხალხს და ეს ყველა გადაჯგუფება არის ხელოვნური. რეალურად, მთავარი საკითხი, რაც დღის წესრიგში უდგათ, არის კომიკურ ხაბეიშვილთან ვინ გაერთიანდება და აქეთ, თითქოს „ახალი“, ორი ოროსანი: ნიკა მელია და ნიკა გვარამია, თითქოს რაიმე ახალს სთავაზობს საზოგადოებას. თუმცა ეს არის ნეონაცისტური ფრთა და ძალიან კარგად იცის ჩვენმა საზოგადოებამ, რომ ყველა ეს არის წვრილფეხობა იმ დიდი „ნაცმოძრაობის“, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოში მმართველობის დროს არაერთ დანაშაულთანაა კავშირში. იმდენად დისკრედიტებულია ეს პოლიტიკური ძალა, იმდენად ბევრ დანაშაულთან აქვს პირდაპირი პასუხისმგებლობა, შემხებლობა, რომ ახლა მათი უცხოელი პატრონები, დამკვეთები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ „ნაცმოძრაობა“ დაიშალოს და ამ დაშლილი „ნაცმოძრაობის“ საძირკველზე აღმოცენდეს, თითქოს მესამე ძალა.

რომ ვნახოთ ის პოლიტიკური აქტორები, რომლებიც ახალ პარტიებს ქმნიან, ასე სახელდახელოდ, სხვებისგან საარჩევნო პარტიულ ნომრებს თხოულობენ-ხოლმე. ესენი გახლავთ პირდაპირ ან „ნაცმოძრაობის“ წიაღიდან აღმოცენებული კონკრეტული პოლიტიკოსები, ან მათთან უშუალო კავშირში მყოფი ე.წ. ბიზნესმენები. საუბარი მაქვს, მათ შორს, პარტია „ლელოს“ დამფუძნებელზე, რომელზეც მთელმა საქართველომ იცის, რომ არის ჩვეულებრივი მევახშე. შესაბამისად, ბათუმშიც, აჭარაშიც ისინი ცდილობენ, ხალხს მათი ტელევიზიების საშუალებით შეასაღონ, თითქოს ახალი პარტიული შემადგენლობა, სინდიკატები, მაგრამ ჩვენი ხალხი ძალიან ბრძენია, გამოცდილია, მათ შორის, 2021 წელსაც, როდესაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი გახარია გადადგა, ახალი პარტია შექმნა და თავს ასაღებდა, რომ იყო „ქართული ოცნების“, კონკრეტულად კი ბიძინა ივანიშვილის პროექტი. ხალხმა ძალიან კარგად გაარკვია და მალე გაიგო, რომ ეს იყო შემდგომი პოლიტიკური თაღლითობა. ამიტომ, აქაც, პრაქტიკულად სურათი არის უცვლელი. შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება და ამ ჯამს ჩვენ ვნახავთ არჩევნებზე“, – აღნიშნა რიჟვაძემ.

ასევე იხილეთ