top_leaderboard

ღაზის სამოქალაქო თავდაცვის სპიკერი: ალ-შიფას საავადმყოფო ისრაელის თავდაცვის ძალების ალყაშია

“ალ-შიფას საავადმყოფო ახლა ისრაელის თავდაცვის ძალების ალყაშია და არავის შეუძლია ტერიტორიამდე მისვლა”, – ამის შესახებ ღაზის სამოქალაქო თავდაცვის სპიკერმა მაჰმუდ ბასალმა განაცხადა.

ამასთან, ბასალმა ისრაელის თავდაცვის ძალები საავადმყოფოს მახლობლად საცხოვრებელ სახლებზე თავდასხმაში დაადანაშაულა. როგორც მან აღნიშნა, იმ კორპუსების ნანგრევების ქვეშ, რომლებიც ისრაელის თავდაცვის ძალების სამიზნე იყო, ხალხი ჯერ კიდევ ცოცხალია.

ჩვენ ვიღებთ ზარებს და ვიგებთ, რომ ისინი ცოცხლები არიან ნანგრევების ქვეშ, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვახერხებთ ალ-შიფას საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიებზე მისვლას ისრაელის თავდაცვის ძალების გამო“, – განაცხადა ბასალმა.

ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ ალ-შიფას საავადმყოფოში სამხედრო ოპერაცია გუშინ დილით დაიწყეს. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, საავადმყოფოში აღმოაჩინეს იარაღი და ფული, რომელიც „ჰამასისა“ და „ისლამური ჯიჰადის“ მიერ თავიანთ ტერორისტებს საავადმყოფოში მიეწოდებოდათ.

ასევე იხილეთ