top_leaderboard

იტალიის პრემიერი: ნებისმიერი პირდაპირი სამხედრო ჩარევა უკრაინაში სახიფათო ესკალაციას გამოიწვევს

იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ განაცხადა, რომ იტალია უკრაინაში ყოველგვარი პირდაპირი სამხედრო ჩარევის წინააღმდეგია. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.

მისი თქმით, ნებისმიერი პირდაპირი სამხედრო ჩარევა გამოიწვევს სახიფათო ესკალაციას.

მელონიმ გააკრიტიკა საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, რომელმაც ზეწოლა მოახდინა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცზე, რათა უფრო მკაცრი პოზიცია დაეჭირა.

იტალიის პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პუტინთან მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს.

ასევე იხილეთ