top_leaderboard

მარია ზახაროვა: ნატოს ამოცანა არის სამხრეთ კავკასიაში ჩვენს წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნა

“სამხრეთ კავკასიაში, როგორც ჩანს, პრობლემები ნაკლებია, მაგრამ დასავლეთში ვის შეიძლება, აკმაყოფილებდეს ეს? ვის შეიძლება, მოეწონოს ეს დასავლეთში?”, – ასე ეხმაურება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტს.

„ეს არის სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკების ევროატლანტიკური გავლენის ზონაში შეყვანის მცდელობის კიდევ ერთი გამოვლინება… აქედან არ წყდება ნატო-ს და ევროკავშირის მცდელობები, ხელი შეუწყონ რეგიონის სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების გაფუჭებას როგორც ერთმანეთთან, ისე მოსკოვთან და გაამწვავონ სიტუაცია ჩვენი სამხრეთ საზღვრების პერიმეტრზე. რა თქმა უნდა, არის მაქსიმალური ამოცანაც: კერძოდ, ამიერკავკასიაში მეორე ფრონტი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ და საერთოდ, რეგიონის ხელახლა ცეცხლის წაკიდება”, – განაცხადა მარია ზახაროვამ.

 

ასევე იხილეთ