logo_geo
eng_logo
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია წლეულს 100 000 ადამიანს ჩაუტარდება
- +

21 ოქტომბერი. 2019. 21:41

 

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ნოემბრის პირველი რიცხვებიდან დაიწყება და 100 000 ადამიანის აცრა იგეგმება. ვაქცინაცია უფასოა. სახელმწიფომ, შარშანდელთან შედარებით წლეულს, ვაქცინის 2,5-ჯერ მეტი დოზა შეიძინა. 

 
როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს,  შეძენილი ვაქცინები წინასწარ არის განაწილებული რისკჯგუფებზე: ორსულები, მოხუცთა სახლები, ბავშვთა სახლები, სამედიცინო პერსონალი და ჯარი.

 

მისივე ინფორმაციით, ვაქცინების მიწოდებამ წლეულს, ერთი თვით მთელს მსოფლიოში გადაიწია, რადგან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ერთი თვით გვიან გააკეთა პროგნოზი, თუ რა შტამები ცირკულირებენ ზამთარში. ამიტომ მწარმოებლებმა დაახლოებით ერთი თვით დააგვიანეს ოთხკომპონენტიანი ვაქცინის წარმოება.

 

„კონტრაქტის მიხედვით, 25 ოქტომბერს უნდა მოეწოდებინათ, მაგრამ ბოლო ინფორმაცია, რაც გუშინწინ მივიღეთ არის ის, რომ 29 ოქტომბერს მოგვაწვდიან აღნიშნულ ვაქცინას. ვეცდებით, რომ ნოემბრის პირველი რიცხვებიდანვე მოხდეს რისკჯგუფების ვაქცინაცია, შემდეგ ვნახავთ, როგორი იქნება მოთხოვნილება და როგორც შარშან, ალბათ გვექნება ე.წ.თავისუფალი დღეები, როდესაც უკვე არამარტო რისკ ჯგუფებს, არამედ მოსახლეობის ფართო ფენებსაც მოვუწოდებთ, რომ აიცრან“, - განაცხადა გამყრელიძემ.

 

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner