logo_geo
eng_logo
მინისტრი: მზად ვარ კორონავირუსით დაავადებულები მივიღოთ
- +

31 იანვარი. 2020. 20:36

 

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინა ტიკარაძის განაცხადებით, კორონავირუსით დაავადებულების მიღების ვალდებულება თუ გაჩნდა, ქართული მხარე მზად არის მიიღოს.

„ შეგვიძლია ამ მოქალაქეების იზოლირება და შესაბამისი პროტოკოლით მართვა“, - აცხადებს მინისტრი.

 

მისი განმარტებით, სახელმწიფო და პერსონალი მზად არის კორონავირუსის მართვისთვის.

 

რაც შეეხება ვაქცინებს, მისი თქმით, ვაქცინა მსოფლიოში და შესაბამისად, არც საქართველოში არ არსებობს.

 

 „ სახელმწიფომ დამატებით, ერთი კვირის განმავლობაში სრულად აღწერა საქართველოს მასშტაბით ყველა ბოქსირებული პალატა, რომელიც ქვეყანაში დღემდე იყო რეგისტრირებული. გავამკაცრეთ რეგულაციები ამ კუთხითაც და ამ ეტაპისთვის გამოყოფილი გვაქვს თბილისის ინფექციური საავადმყოფო.

რაც შეეხება ვაქცინას, ვაქცინა კორონავირუსთან მიმართებაში არ არსებობს მსოფლიოში, შესაბამისად, რა თქმა უნდა, საქართველოშიც ეს ვაქცინა არ გაგვაჩნია. არსებობს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პროტოკოლი და ამ პროტოკოლის მიხედვით მოხდება ამ დაავადების მართვა", - განაცხადა ტიკარაძემ.

right_banner
არქივი
right_banner